პოლონეთის პარტნიორი უნივერსიტეტების წარმომადგენლების ვიზიტი კავკასიის უნივერსიტეტში

3 ივნისი 2024

27-31 მაისის კვირაში, საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტმა, პოლონეთის პარტნიორი უნივერსიტეტების წარმომადგენლებს კავკასიის უნივერსიტეტში უმასპინძლა.

 

მობილობები განხორციელდა როგორც ერაზმუსის ადმინისტრაციული პერსონალის, ასევე, აკადემიური პერსონალის მობილობის პროგრამის ფარგლებში. გაცნობითი შეხვედრა შედგა კავკასიის უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის წარმომადგენლებთან. შეხვედრის მსვლელობისას, მხარეებმა ისაუბრეს უნივერსიტეტებს შორის არსებულ თანამშრომლობაზე, ასევე, დეპარტამენტის წარმომადგენლებმა სტუმრებს გააცნეს ინფორმაცია უნივერსიტეტში მოქმედი სასწავლო პროგრამების, საერთაშორისო პროგრამებისა და მიღწევების შესახებ.

 

ადმინისტრაციული პერსონალის მობილობის ფარგლებში, გდანსკის უნივერსიტეტის (University of Gdansk), ერაზმუსის ოფისიდან და ენების ფაკულტეტიდან, კავკასიის უნივერსიტეტს ეწვივნენ იოანნა სზიმანსკა, ლილიანა კალიტა, მალგორჟატა მარცისზევსკა და მაგდალენა ბედნარეკი. ხოლო, აკადემიური პერსონალის მობილობის პროგრამის ფარგლებში, ვარშავის ეკოლოგიისა და მენეჯმენტის უნივერსიტეტიდან (University of Ecology and Management in Warsaw), იან  დილჰ მიჩალოვსკი, რომელმაც გრაფიკული დიზაინის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტებისთვის ჩაატარა მასტერკლასები პერსონალურ ვიზუალური ბრენდინგისა და პოსტერის შექმნის თემატიკაზე.