12 მაისს, ინდოეთში, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა კავკასიის უნივერსიტეტსა და ინდოეთის The White Medical College & Hospital-ს შორის.
თანამშრომლობის მემორანდუმს ხელი მოაწერეს კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტმა, კახა შენგელიამ და სამედიცინო კოლეჯისა და საავადმყოფოს რექტორმა - სვარან სალარიმ.
მემორანდუმის ფარგლებში, ერთობლივი ძალისხმევითა და მხარდაჭერით, მხარეებს შორის, ხელი შეეწყობა მეგობრული ურთიერთობის ჩამოყალიბებას, სამომავლო ურთიერთთანამშრომლობის განვითარებასა და ერთობლივი პროექტების განხორციელებას.