მემორანდუმის გაფორმება კავკასიის უნივერსიტეტსა და The White Medical College & Hospital შორის

23 ივნისი 2023

12 მაისს, ინდოეთში, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა კავკასიის უნივერსიტეტსა და ინდოეთის  The White Medical College & Hospital-ს შორის.

 

თანამშრომლობის მემორანდუმს ხელი მოაწერეს კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტმა, კახა შენგელიამ და სამედიცინო კოლეჯისა და საავადმყოფოს რექტორმა - სვარან სალარიმ.

 

მემორანდუმის ფარგლებში, ერთობლივი ძალისხმევითა და მხარდაჭერით, მხარეებს შორის, ხელი შეეწყობა მეგობრული ურთიერთობის ჩამოყალიბებას, სამომავლო ურთიერთთანამშრომლობის განვითარებასა და ერთობლივი პროექტების განხორციელებას.