WICMI-ის სასერტიფიკატო პროგრამის - „გააზიარე ცოდნა, გააზიარე გამოცდილება“ - მესამე ონლაინ ლექცია

19 აპრილი 2022

 

18 აპრილს, კავკასიის უნივერსიტეტის მედიის სკოლის სტუდენტებისთვის WICMI-ის სასერტიფიკატო პროგრამის - „გააზიარე ცოდნა, გააზიარე გამოცდილება“ - მესამე ონლაინ ლექცია ჩატარდა.

 

ლექცია წაიკითხა სპიკერმა და ტრენერმა ირინა სოლდატენკომ თემაზე -  „საკომუნიკაციო ტექნოლოგიები სტუდენტების ინოვაციური აქტივობების ხელშეწყობისთვის“.

 

ირინა სოლდატენკო არის ხარკოვის ეროვნული უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი. ის არის გამოცდილი ტრენერი არასამთავრობო ორგანიზაციების პიარის, ანტიკორუფციული სტრატეგიისა და ეფექტური კომუნიკაციის საკითხებში.

 

მსოფლიო ინოვაციებისა და ცვლილებების მენეჯმენტის ინსტიტუტის (WICMI) უახლესი პროგრამა - „გააზიარე ცოდნა, გააზიარე გამოცდილება“ - მიზნად ისახავს 7 ინტერესის სფეროდან (განათლება, საზოგადოება, კომუნიკაციები, მართვა, გარემო, ბიზნესი და ტექნოლოგიები და მონაცემები) ექსპერტების მოზიდვასა და მათ დაკავშირებას კოლეჯებსა და უნივერსიტეტებთან, რაც კავკასიის მედიის სკოლის სტუდენტებს შესაძლებლობას აძლევს, დაესწრონ მსოფლიოს მოწინავე ექსპერტების ლექციებს.

 

პროგრამის დასრულების შემდეგ სტუდენტებს გადაეცემათ სერტიფიკატი, რომელიც მათ კონკურენტულ უპირატესობას მიანიჭებს პროფესიულ საქმიანობაში.

 

შემდგომი თვეების ლექციების განრიგი:

 

  • ლექცია IV - 23 მაისი, 11.00 საათი
  • ლექცია V - 13 ივნისი, 11.00 საათი