კავკასიის უნივერსიტეტში, კავკასიის სახელმწიფო მართვის სკოლაში (CSG) აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად 2021 წლის 21 დეკემბერს ჩატარებული ღია კონკურსის შედეგების მიხედვით, საკონკურსო კომისიის გადაწყვეტილებით და უნივერსიტეტის პრეზიდენტის ბრძანებით აკადემიურ თანამდებობებზე აირჩიეს შემდეგი პირები:
პროფესორის თანამდებობაზე 6 წლის ვადით
- ემირ ეთერია - საჯარო მმართველობა და პოლიტიკის მეცნიერებები.
ასოცირებული პროფესორის თანამდებობაზე 3 წლის ვადით
- იოსებ ნანობაშვილი - საერთაშორისო ურთიერთობები.