CU-DLM დაფინანსება

დაფინანსება ციფრული ლოგისტიკის სამაგისტრო პროგრამაზე

 

მაგისტრანტობის მსურველებს კავკასიის უნივერსიტეტში უნიკალური შესაძლებლობა აქვთ, მოიპოვონ დაფინანსება ციფრული ლოგისტიკის სამაგისტრო პროგრამაზე. 

 

CU-DLM გრანტის მოპოვება შეუძლია ყველა მსურველს, ვინც შეავსებს პროგრამის აპლიკაციას და წარმატებით გაივლის საგრანტო კონკურსს.

 

პროგრამაზე სამი ტიპის დაფინანსების მოპოვება შეგიძლიათ:

 

  • 1 - CU-DLM გრანტი, რომელიც დააფინანსებს სრული პროგრამის სწავლის საფასურს 2 000 ევროს ოდენობით
  • 2 - სახელმწიფო გრანტი, რომელიც დააფინანსებს სრული პროგრამის საფასურს 780 ევროს ოდენობით
  • 3 - DAAD-ის გრანტი, რომელიც გაიცემა სწავლების მეორე წელს. სრული გრანტი 11 800 ევროს შეადგენს

 

CU-DLM გრანტი რიცხვებში

 

დაფინანსების მოპოვება შეგიძლიათ იმ შემთხვევაში თუ კი შეავსებთ აპლიკაციის ფორმას, წარმატებით გაივლით საგრანტო კონკურსს, რაც მოიცავს ტესტირებას და გასაუბრებას მიმღებ კომისიასთან. 

 

წლიური საფასური*

წლიური საფასური

CU-DLM გრანტის მოპოვებისას (1 000 €)*

წლიური საფასური

CU-DLM და სახელმწიფო გრანტის მოპოვებისას (390 € / 1 125 ₾)*

5 000 €

4 000 €

3 610 €

სრული პროგრამის სწავლის საფასური - 10 000€

 

DAAD-ის გრანტი 

 

დაფინანსების მოპოვება შეგიძლიათ მაგისტრატურაზე სწავლის მეორე წელს. კანდიდატის შერჩევა ხდება სპეციალური კომისიის მიერ, რომელიც განსაზღვრული კრიტერიუმების მიხედვით საუკეთესო სტუდენტებს შეარჩევს. 

 

სასწავლო გრანტი სტუდენტს ეძლევა ყოველთვიურად 934 ევროს ოდენობით 12 თვის განმავლობაში რაც ჯამურად, 11 208 ევროა. სტუდენტი სტიპენდიის გარდა, დამატებით იღებს ბერლინის მიმართულებით ორმხრივი ბილეთის საფასურს არაუმეტეს 675 ევროსი. 

 

იმ შემთხვევაში, თუ სტუდენტი სწავლების ბოლო სემესტრში არ დარჩება ვილდაუს უნივერსიტეტში, გერმანიაში, დაფინანსებას მიიღებს 6 თვის განმავლობაში, რაც ჯამურად 5 604 ევროა. 



* სამაგისტრო პროგრამაზე შესაძლოა სწავლის საფასური შეიცვალოს სავალუტო კურსის ცვლილების შემთხვევაში.

გთხოვთ, არჩევანის გაკეთების დროს ფასი შეამოწმოთ საერთო სამაგისტრო გამოცდის გზამკვლევში მისამართზე: NAEC.GE.

 

** სახელმწიფო გრანტი გაიცემა ლარში, შესაბამისად მისი ევროში გამოხატვა პირობითია და შესაძლოა შეიცვალოს იმ დროინდელი კურსიდან გამომდინარე, როცა თქვენ სახელმწიფო გრანტი მოგეცემათ. 

 

პროგრამის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად გაიარეთ რეგისტრაცია ბმულზე.