საინფორმაციო შეხვედრა - კიბერუსაფრთხოების და კომპიუტერული მეცნიერების ერთობლივი 3 წლიანი საბაკალავრო პროგრამები

21 თებერვალი 2025

21 თებერვალს, 16:00 საათზე კავკასიის უნივერსიტეტში - კიბერუსაფრთხოების და კომპიუტერული მეცნიერების ერთობლივი 3 წლიანი საბაკალავრო პროგრამების პრეზენტაცია გაიმართება.


შეხვედრას გაუძღვება კავკასიის ტექნოლოგიების სკოლის დეკანი შოთა ნიჟარაძე.  

 

პირველ 3 წლიან კიბერუსაფრთხოების საბაკალავრო პროგრამას კავკასიის უნივერსიტეტი ნიუ ჯერსი სითი უნივერსიტეტთან ერთად (აშშ), ხოლო კომპიუტერულ მეცნიერებას ფერლი დიკინსონის უნივერსიტეტთან ერთად (აშშ) უკვე 4 წელია ახორციელებს.

 

პროგრამა აბიტურიენტებს შესაძლებლობას აძლევს:

 

  • მიიღონ ორი უნივერსიტეტის დიპლომი;
  • ისწავლონ საზღვარგარეთ;
  • დასაქმდნენ საერთაშორისო ბაზარზე.

 


შეხვედრაზე დასასწრებად გაიარეთ რეგისტრაცია.