24 თებერვალს, 15:00 საათზე, ხელმეორედ გაიმართება ტრენინგები კვლევის ეთიკის შესახებ.
ტრენინგები მოიცავს ისეთ საკითხებს, როგორებიცაა: კვლევის კეთილსინდისიერების კოდექსი, ხელოვნური ინტელექტის ეთიკური გამოყენების საზღვრები: ხელოვნური ინტელექტი, როგორც დამხმარე ინსტრუმენტი და პლაგიატის საფრთხე, კვლევის ეთიკის კომიტეტები, კვლევითი კულტურა, არაკეთილსინდისიერი ქცევის პრევენცია და მართვა: სამეცნიერო უნარების საწყისები, საავტორო და საგამომცემლო ეთიკა.
ღონისძიება განხორციელდება ევროკომისიის მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში ,,კვლევის პასუხისმგებლობიანად წარმართვა – კვლევის კეთილსინდისიერება და ეთიკა ქართულ უნივერსიტეტებში (ETHICS)“.
ტრენერები:
- თამარ ჩოკორაია, კავკასიის უნივერსიტეტის აკადემიური წერის ცენტრის ხელმძღვანელი;
- დიანა მჭედლიშვილი - ამავე უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის დეპარტამენტის დირექტორი;
- ნინო პოპიაშვილი - ამავე უნივერსიტეტის აფილირებული პროფესორი.
ტრენინგის დრო: 15:00-18:00 საათი;
ჩატარდება ონლაინ, პროგრამა „ზუმის“ მეშვეობით.
ტრენინგების თემატიკის შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ ტრენინგის დღის წესრიგში.
ღონისძიებაზე დასწრების მსურველებმა რეგისტრაცია, გთხოვთ, გაიაროთ ბმულზე.
პროექტის შესახებ დამატებითი ინფორმაცია იხილეთ ბმულზე.