შიდასაუნივერსიტეტო ტრენინგები სტუდენტებისთვის კვლევის ეთიკის შესახებ

26 თებერვალი 2025

26 თებერვალს, 15:00 საათზე, ხელმეორედ გაიმართება ტრენინგები კვლევის ეთიკის შესახებ.

 

ტრენინგები მოიცავს ისეთ საკითხებს, როგორებიცაა: კვლევის კეთილსინდისიერების კოდექსი, ხელოვნური ინტელექტის ეთიკური გამოყენების საზღვრები: ხელოვნური ინტელექტი, როგორც დამხმარე ინსტრუმენტი და პლაგიატის საფრთხე, კვლევის ეთიკის კომიტეტები, კვლევითი კულტურა, არაკეთილსინდისიერი ქცევის პრევენცია და მართვა: სამეცნიერო უნარების საწყისები, საავტორო და საგამომცემლო ეთიკა.  

 

ღონისძიება განხორციელდება ევროკომისიის მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში ,,კვლევის პასუხისმგებლობიანად წარმართვა – კვლევის კეთილსინდისიერება და ეთიკა ქართულ უნივერსიტეტებში (ETHICS)“.

 

ტრენერები:

 

  • თამარ ჩოკორაია, კავკასიის უნივერსიტეტის აკადემიური წერის ცენტრის ხელმძღვანელი;
  • დიანა მჭედლიშვილი - ამავე უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის დეპარტამენტის დირექტორი;
  • ნინო პოპიაშვილი - ამავე უნივერსიტეტის აფილირებული პროფესორი.

 

ტრენინგის დრო: 15:00-18:00 საათი;

 

ჩატარდება ონლაინ, პროგრამა „ზუმის“ მეშვეობით.

ტრენინგების თემატიკის შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ ტრენინგის დღის წესრიგში.

  

ღონისძიებაზე დასწრების მსურველებმა რეგისტრაცია, გთხოვთ, გაიაროთ ბმულზე. 

 

პროექტის შესახებ დამატებითი ინფორმაცია იხილეთ ბმულზე.