გაცნობებთ, რომ აშშ-ის საელჩოს საზოგადოებრივ საქმეთა განყოფილება აცხადებს კონკურსს ამერიკელი ავტორების წიგნის თარგმნის პროგრამაზე, რომლის მიზანია ქართველი სტუდენტებისათვის, მკვლევარებისა და დაინტერესებული საზოგადოებისთვის გაზარდოს უახლეს კვლევებზე, სახელმძღვანელოებსა და თანამედროვე პოპულარულ ლიტერატურაზე ფინანსური და ფიზიკური ხელმისაწვდომობა.
კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია საგანმანათლებლო დაწესებულებებსა და საგამომცემლო სახლებს.
პროგრამის დაფინანსების შემთხვევაში, წიგნის თარგმნის პროექტის ფარგლებში გაიცემა გრანტები შემდეგი მიმართულებით:
• საჯარო პოლიტიკა: ზოგადი საჯარო პოლიტიკა, კიბერ განათლება და კიბერ უსაფრთხოება, გარემოს დაცვის, სოფლის მეურნეობის, ჯანდაცვის, განათლების მართვის საჯარო პოლიტიკა.
• მედია: მედია ეთიკა, მედიის მენეჯმენტი, კიბერ განათლება და კიბერ უსაფრთხოება, მასკომუნიკაცია და სხვა დაკავშირებული თემები.
• საერთაშორისო ურთიერთობები: საგარეო პოლიტიკა, საერთაშორისო ურთიერთობები და სხვა დაკავშირებული თემები.
• სამართალი: საერთაშორისო სამართალი, ინტელექტუალური საკუთრების სამართალი, ნაფიც მსაჯულთა სასამართლო და სხვა დაკავშირებული თემები.
• ეკონომიკა: მეწარმეობა, ბიზნეს ადმინისტრირება, მენეჯმენტი, ეკონომიკა და სხვა დაკავშირებული თემები.
• მხატვრული ლიტერატურასამოქალაქო განათლება, სამოქალაქო საზოგადოება, ეთნიკური, უმცირესობებისა და ქალთა თანასწორობა, კონფლიქტების მოგვარება, გარემო, ინფორმაციის თავისუფლება, ადამიანის უფლებები, საჯარო განათლება და ადვოკატირება, კანონის უზენაესობა.
პროგრამა ხორციელდება 50%-იანი თანადაფინანსების საფუძველზე. აღნიშნულ პროექტში სხვა თანადამფინანსებლის არსებობის შემთხვევაში, აპლიკანტმა უნდა წარადგინოს შესაბამისი
ორგანიზაციის თანხმობის წერილი (თანხისა და ხარჯების კატეგორიის მითითებით).
საპროექტო განაცხადების მიიღების დედლაინებია:
- 20 მარტი, 2020
- 22 მაისი, 2020
სავალდებულო დოკუმენტაცია:
• SF-424
• SF424A
• SF424B
• შევსებული განაცხადის ფორმა
• მთარგმნელის CV/რეზიუმე (მთარგმნელობითი გამოცდილებისა და ნათარგმნი ნაშრომების მითითებით)
• საავტორო უფლების მფლობელთან კომუნიკაციის ან/და ხელშეკრულების ასლი
• თანადაფინანსების თანხმობის წერილი (ასეთის არსებობის შემთხვევაში)
• პარტნიორი ორგანიზაციის თანხმობის წერილი (ასეთის არსებობის შემთხვევაში)
გთხოვთ, საპროექტო განაცხადი ელექტრონულად გადააგზავნოთ შემდეგ მისამართზე TbilisiGrants@state.gov და სათაურში დაურთოთ პროგრამის სახელწოდება (Book Translation Program).
დამატებითი რესურსები და ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე ხოლო, შეკითხვების შემთხვევაში დაუკავშირდეთ აშშ-ის საელჩოს საზოგადოებრივ საქმეთა განყოფილების საკონტაქტო პირს ელექტრონულ მისამართზე: TbilisiGrants@state.gov
წარმატებას გისურვებთ!