კავკასიის უნივერსიტეტის ომბუდსმენმა სტუდენტებთან ტრენინგი გამართა

21 ნოემბერი 2018

 

                              

21 ნოემბერს, კავკასიის უნივერსიტეტის ომბუდსმენმა სტუდენტებთან ტრენინგი გამართა. სალომე კუჭუხიძემ სტუდენტებს ომბუდსმენის ოფისის შესახებ პრეზენტაცია წარუდგინა და მისი მუშაობის სპეციფიკა გააცნო. 

 

სტუდენტებმა ინფორმაცია მიიღეს, რატომაა მნიშვნელოვანი ობუდსმენის ჩართულობა უნივერსიტეტში, როგორ უნდა დაუკავშირდნენ მას, რა შედის მის ვალდებულებებში და, ასევე, როგორ განისაზღვრება სტუდენტთა კონსულტირებისა და დახმარების სფეროები.

 

ომბუდსმენის ოფისი, კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტთა კონსულტირების, დახმარების, სტუდენტების ინტერესებისა და უფლებების დაცვის, მათი დარღვევის ფაქტების გამოვლენისა და დარღვეული უფლების აღდგენის ხელშეწყობის მიზნებისათვის, ევროპელ პარტნიორებთან თანამშრომლობისა და საგრანტო პროექტ AESOP-ის (Advocacy Establishment for Students through Ombudsman Position) ფარგლებში დაარსდა. 

 

ტრენინგი ჩატარდა Erasmus + CBHE პროექტის ფარგლებში: ”ადვოკატთა უფლებების დამკვიდრება ომბუდსმენის პოზიციის მეშვეობით” (AESOP), რომელიც დაფინანსდა ევროკავშირის მიერ.

 

ომბუდსმენის ოფისი მდებარეობს კავკასიის უნივერსიტეტში, ოთახი D4.

 

ელ.ფოსტა: ombudsman@cu.edu.ge