ევროპული ასოცირების პროცესი საქართველოში - დამხმარე სახელმძღვანელო ისტორიისა და სამოქალაქო განათლების მასწავლებელთათვის

22 დეკემბერი 2020

                                                                                                                                                                                                   

                                                                     

                                                                                                                                                      

                                                                      

 

კავკასიის უნივერსიტეტის ჟან მონეს პროექტი „ევროპული სწავლების სამკუთხედი“ (TEESS) ემსახურება ევროპული სწავლების საუნივერსიტეტო გამოცდილების გაზიარებას დევნილებითა და ეთნიკური უმცირესობებითა დასახლებული რეგიონების სკოლების მოსწავლეთა და მასწავლებელთა ცნობიერების ამაღლებას ევროპული ინტეგრაციისა და ასოცირების შეთანხმების შესახებ.

 

პროექტით გათვლისწინებულ სხვა აქტივობებთან ერთად, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსთან თანამშრომლობით წარმატებით დასრულდა მუშაობა დამხმარე სახელმძღვანელოზე ისტორიისა და სამოქალაქო განათლების მასწავლებელთათვის „ევროპული ასოცირების პროცესი საქართველოში“.

 

სახელმძღვანელო შეადგინეს კავკასიის უნივერსიტეტის პროფესორებმა, ისტორიის დოქტორმა, კავკასიის ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა სკოლის აფილირებულმა პროფესორმა, გურანდა ჭელიძემ, სამართლის დოქტორმა, კავკასიის სამართლის სკოლის ასოცირებულმა პროფესორმა ეკატერინე ქარდავამ და ისტორიის დოქტორმა, კავკასიის ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა სკოლის პროფესორმა ზურაბ ბრაგვაძემ.

 

სახელმძღვანელო გამოიცა ოთხ ენაზე - ქართულსომხურაზერბაიჯანულ და ინგლისურ ენებზე.

 

დამხმარე სახელმძღვანელო შედგება სამი ნაწილისაგან. პედაგოგებისათვის ხელმისაწვდომია ერთად თავმოყრილი მასალა  ევროპის კავშირის შექმნის, მიზნებისა და ამოცანების, ევროპული ფასეულობების, ევროპის კავშირის გაფართოების, საქართველო-ევროპის კავშირის ურთიერთობის უმთავრესი მიღწევების შესახებ, ასოცირების შეთანხმებისა და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო-ეკონომიკური სივრცის შესახებ შეთანხმების კონკრეტულ შედეგებზე საქართველოში - მართლმსაჯულების, შრომითი ურთიერთობების, ევროპული კავშირის ბაზარზე არსებული სტანდარტების დანერგვისა და სრულყოფის, სურსათის უვნებლობისა და სხვა მიმართულებებით; განხილულია კულტურული მემკვიდრეობის საკითხები ასოცირების შეთანხმების კონტექსტში.

 

სახელმძღვანელო ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების ისტორიისა და სამოქალაქო განათლების პედაგოგებს მისცემს შესაძლებლობას აქტიურად გამოიყენონ ის სწავლა/სწავლების პროცესში და გააღრმავონ მოსწავლეთა ცოდნა ევროპული ფასეულობებისა და ასოცირების პროცესის შესახებ საქართველოში, დაეხმარონ მათ შესასწავლი პროცესის  შედეგების გაცნობიერებასა და  გააზრებაში, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია თითოეული მათგანის მონაწილეობა ქვეყნის განვითარებასა და პოზიტიური ცვლილებების განზორციელებაში.