ევროპის სამართლის ფაკულტეტების ასოციაციის (ELFA) საერთაშორისო საზაფხულო სკოლა

30 ივნისი 2023

26-30 ივნისს, ჩატარდა ევროპის სამართლის ფაკულტეტების ასოციაციის (ELFA) საერთაშორისო საზაფხულო სკოლის - "Modern Features of Human Rights Protection in the Countries of Three Seas" - ლექციები, რომელშიც კავკასიის უნივერსიტეტის მხრიდან მონაწილეობდა სახელმწიფო მართვისა და სამართლის სკოლების ლექტორი ბნ. ლევან მესხორაძე. ბ-მა ლევანმა ინტერაქციული ლექციების ფარგლებში ისაუბრა ადამიანის უფლებების დაცვის საერთაშორისო სისტემაზე საერთაშორისო კონფლიქტებთან მიმართებაში და ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სტანდარტების აღსრულებაზე ადგილობრივ დონეზე.



საერთაშორისო საზაფხულო სკოლის ლექციებში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს, უკრაინის, ბულგარეთის, პოლონეთისა და ლატვიის ექსპერტებმა. სესიების ფარგლებში, მომხსენებლებმა მონაწილეებს გაუზიარეს ცოდნა ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე როგორებიცაა:ადამიანის უფლებების დაცვის ევროპული სისტემის განვითარება, ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სტანდარტების განხორციელება, თანამედროვე გამოწვევები დიჯიტალიზაციის პროცესში და ა.შ.

 

ELFA-ს საერთაშორისო საზაფხულო სკოლა არის ბალტიის საერთაშორისო აკადემიისა (ლატვია) და ბიალისტოკის უნივერსიტეტის (პოლონეთი) ერთობლივი პროექტი და მისი მთავარი მიზანი ცნობადობის ამაღლებაა ადამიანის უფლებების სხვადასხვა მექანიზმებისა და გამოწვევების შესახებ ეროვნულ და საერთაშორისო დონეზე. საზაფხულო სკოლამ დიდი ინტერესი გამოიწვია 20 ქვეყნის მონაწილეებს შორის, რომლებმაც დადებითად შეაფასეს ლექციები და განსაკუთრებულად გაუსვეს ხაზი ბატონი ლევან მესხორაძის ლექციების მნიშვნელობასა და ინტერაქციულობას.