შეხვედრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში (HERD)

28 თებერვალი 2019
                                                  

27-28 თებერვალს, Erasmus + ინსტიტუციური განვითარების პროექტის “საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების კვლევითი შესაძლებლობების ამაღლება კვლევისა და განვითარების ერთეულების განვითარების გზით/უმაღლესი განათლების ხარჯები კვლევასა და განვითარებაზე (Raising Research Capacity of Georgian HEIs through Developing R&D Units – HERD)” ფარგლებში, ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა პროექტის Kick Off შეხვედრა.

 

ღონისძიებას ესწრებოდნენ კავკასიის უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების და პროექტების დირექტორი ირენა მელუა და კვლევის ხელშეწყობის დეპარტამენტის დირექტორი ნინო მაჩურიშვილი, პარტნიორი უნივერსიტეტების რექტორები და წარმომადგენლები, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს წარმომადგენლები.

 

შეხვედრის დროს შეიქმნა პროექტის მმართველი კომიტეტი. პარტნიორი უნივერსიტეტების წარმომადგენლებმა გააცნეს ერთმანეთს მათი საჭიროებების შეფასება.

 

პროექტის მიზანია, საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში  კვლევითი შესაძლებლობების ამაღლება კვლევისა და განვითარების ერთეულების განვითარების გზით.