1-5 ოქტომბერს დრეზდენის ტექნოლოგიურმა უნივერსიტეტმა უმასპინძლა ონლაინ სამუშაო შეხვედრებს Erasmus + ინსტიტუციური განვითარების პროექტის “უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების კვლევითი შესაძლებლობების ზრდა კვლევისა და განვითარების სამსახურების საშუალებით” ფარგლებში.
დრეზდენის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის წარმომადგენლებმა 3 დღიანი შეხვედრების განმავლობაში საკუთარი გამოცდილება გაუზიარეს HERD-ის პროექტის 12 უნივერსიტეტის წარმომადგენლებსა და პარტნიორი ორგანიზაციებს უნივერსიტეტში არსებული პროექტებისა და კვლევითი ხელშეწყობის ერთეულების პოლიტიკის, სტრუქტურასა, და სამუშაო სტრატეგიებთან დაკავშირებით. Მათ შორის, შეხვედრის პირველს დღეს დეტალურად განიხილეს პროექტების მენეჯმენტის (კონსულტირება, მხარდაჭერა, მართვა) სრული ციკლი. Მეორე დღეს, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო კვლევითი მონაცემების გაციფრულებასა და მართვას, რაც სამეცნიერო მუშაობას უფრო ეფექტიანს ხდის. Ხოლო, შეხვედრების ბოლო დღეს დრეზდენის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის წარმოადგენლებმა პროექტის პარტნიორებს გააცნეს ახალგაზრდა მეცნიერების ხელშეწყობის სტრატეგიები და კვლევის საინფორმაციო სისტემა.
კავკასიის უნივერსიტეტიდან სამუშაო შეხვედრებში მონაწილეობა მიიღო კვლევის ხელშეწყობის დეპარტამენტის დირექტორმა ნინო მაჩურიშვილმა და საერთაშორისო პროექტების მენეჯერმა მარი რუაძემ.
Პროექტ HERD-ის მიზანია, საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში კვლევითი შესაძლებლობების ამაღლება კვლევისა და განვითარების ერთეულების განვითარების გზით.