ტრენინგი ჟან მონეს პროექტ “PEU-C-E-ს" ფარგლებში

28 აპრილი 2021

 

                                 

27-28 აპრილს, ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ჟან მონეს პროექტის "ევროკავშირის კიბერუსაფრთხოების განათლების მხარდაჭერა - PEU-C-E-ს" ფარგლებში კავკასიის უნივერსიტეტში გაიმართა ტრენინგი დაინტერესებული პირებისათვის სახელწოდებით,  „კიბერდაცულობა - როგორ დავიცვათ თავი და მონაცემები კიბერ სივრცეში“, რომელსაც წარუძღვნენ კავკასიის უნივერსიტეტის ლექტორები, მაქსიმ იავიჩი და გიორგი იაშვილი.

 

           

შეხვედრის ფარგლებში ტრენერებმა ისაუბრეს ინტერნეტზე, როგორც კომუნიკაციისა და ინფორმაციის მოპოვების მთავარ წყაროზე. მათ ყურადღება გაამახვილეს ინტერნეტ სივრცეში არსებულ მავნე პროგრამებზე, შესაძლო კიბერბულინგსა და მისი თავიდან აცილების გზებზე. ასევე განიხილეს ისეთი თემები, როგორებიცაა: ინტერნეტ თაღლითობა, უსაფრთხო და რთული პაროლების გამოყენების მნიშვნელობა და ანტივირუსული პროგრამები.

 

PEU-C-E – „ევროკავშირის კიბერუსაფრთხოების განათლების მხარდაჭერა” ჟან მონეს პროექტია, რომელიც კავკასიის უნივერსიტეტისა და ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის თანამშრომლობით ხორციელდება. პროექტი ემსახურება ევროკავშირის ღირებულებების დაცვას და მისი მიზანია ევროპული საუკეთესო პრაქტიკებისა და გამოცდილების გაზიარება მოსწავლეებში, სტუდენტებში, მასწავლებლებში, მშობლებში, პროფესორებში და გადაწყვეტილების მიმღებ პირებში მოწყვლად ახალგაზრდა ჯგუფებში უსაფრთხო ინტერნეტის, კიბერჰიგიენისა და კიბერეთიკის შესახებ ცნობადობის ამაღლების მიზნით.