ევროკავშირის მიერ ERASMUS+ ის ფარგლებში დაფინანსებული HERD-ის პროექტის ტრენინგების სერია

4 ივნისი 2021
                                                  

 

20 და 25 მაისს, ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ერაზმუს+ ინსტიტუციონალური განვითარების პროექტ HERD-ის ქვე-კონტრაქტორმა კომპანიამ VIDATUM, რომელიც პასუხისმგებელია პროექტის ერთობლივი სამეცნიერო პორტალის განვითარებაზე, ჩაატარა ტრენინგები HERD-ის პროექტის 12 უნივერსიტეტის წარმომადგენლებისა და პარტნიორი ორგანიზაციებისთვის.

 

ტრენინგები HERD-ის პროექტის ერთობლივი სამეცნიერო პორტალის პროგრამულ ადმინისტრირებასა და გამოყენებას ეხებოდა, რომელშიც მონაწილეობა მიიღო HERD-ის პროექტის კონსორციუმის 80-მდე წარმომადგენელმა. კავკასიის უნივერსიტეტიდან ტრენინგებში მონაწილეობას იღებდნენ: ტექნოლოგიების სკოლის პროფესორი, პროგრამული უზრუნველყოფისა და განვითარების სამსახურის უფროსი ქეთევან დათუკიშვილი, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა სკოლის ასოცირებული პროფესორი, კვლევის ხელშეწყობის დეპარტამენტის დირექტორი ნინო მაჩურიშვილი, ბიზნესის სკოლის პროფესორი ერეკლე პირველი, სახელმწიფო მართვის სკოლის ასოცირებული პროფესორი გიორგი ცხადაია.

 

პროექტის ფარგლებში დაგეგმილია HERD-ის სამეცნიერო პორტალზე ინფორმაციის განთავსება საქართველოში აკადემიური ინსტიტუტების საქმიანობის, ადამიანური რესურსებისა და ინფრასტრუქტურის შესახებ პარტნიორი ორგანიზაციების აკადემიური პერსონალის, მკვლევარებისა და დოქტორანტების შიდა და გარე ხილვადობის გაზრდის მიზნით.