![]() |
|
პროექტი „ჰუმერია“
პროექტი „ჰუმერიას“ მიზანია ინსტიტუციური თანამშრომლობის ხელშეწყობა პარტნიორ წევრებს შორის, განსაკუთრებით, სტრატეგიის პოლიტიკის შემქმნელებსა და გადაწყვეტილებებს მიმღებებს შორის; ევროკავშირსა და „ევროპის მეზობლობისა და პარტნიორობის ინსტრუმენტის“ მონაწილე უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის ინტერნაციონალიზაციის გაძლიერების ხელშეწყობა ისეთ სფეროებში როგორიცაა: ჰუმანიტარული მეცნიერებები, განათლება, რეგიონალური და საერთაშორისო ურთიერთობები, ხელოვნება და დიზაინი.
პროექტის მთავარი მიზნებია:
- პარტნიორ წევრ ქვეყნებს შორის ინსტიტუციური თანამშრომლობის სტიმულირება. განსაკუთრებით, სტრატეგიის პოლიტიკის შემქმნელებსა და გადაწყვეტილებებს მიმღებებს შორის; ევროკავშირსა და „ევროპის მეზობლობისა და პარტნიორობის ინსტრუმენტის“ მონაწილე უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის ინტერნაციონალიზაციის გაძლიერების ხელშეწყობა ისეთ სფეროებში როგორიცაა: ჰუმანიტარული მეცნიერებები, განათლება, რეგიონალური და საერთაშორისო ურთიერთობები, ხელოვნება და დიზაინი.
- „ევროპის მეზობლობისა და პარტნიორობის ინსტრუმენტის“ მონაწილე უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლისა და სწავლების შესაძლებლობების გაზრდა მათი წინარე გამოცდილებასა და საუკეთესო პრაქტიკაზე დაყრდნობით კონსორციუმის ფარგლებში;
- მესამე მსოფლიოს ქვეყნების მართვის უნარის გაზრდა;
- „ევროპის მეზობლობისა და პარტნიორობის ინსტრუმენტის“ მონაწილე ქვეყნებს შორის კულტურული კავშირების განმტკიცება პარტნიორების ერთობლივ ინიციატივებში ჩართვის გზით;
- დაეხმაროს „ევროპის მეზობლობისა და პარტნიორობის ინსტრუმენტის“ მონაწილე ქვეყნებსა და პარტნიორებს განათლების სტრუქტურული პრობლემების მოგვარებაში, პრიორიტეტული დარგების სასწავლო გეგმების რეფორმირებასა და კვლევის პოზიტიური კლიმატის შექმნაში, რომელიც გამოიხატება ურთიერთ ნდობასა და თანამშრომლობაში.
- „ევროპის მეზობლობისა და პარტნიორობის ინსტრუმენტის“ მონაწილე ქვეყნების საჭიროებებზე რეაგირება ევროპასთან მჭიდრო კვლევითი საქმიანობის წარმართვისა და საერთო ინტერესის პრიორიტეტულ სფეროების ერთობლივი კვლევის მიზნით.
- კომისიის რეგიონალური სტრატეგიის მხარდაჭერა რეგიონში რეგიონალური კვლევების წარმოებისა და პროექტებში ჩართულობის ხელშეწყობის მიზნით.
- ისეთი საკითხების მოგვარება, როგორიცაა: თანაბარი შესაძლებლობები, გენდერული ბალანსი, სოციალური სამართლიანობა და ტვინების გადინების აღკვეთა.
კოორდინატორი ორგანიზაცია: ტალინის უნივერსიტეტი, ესტონეთი
Project partners: Academy of Performing Arts Bratislava (APA) - Slovakia, University of Babeş-Bolyai (UBB) - Romania, University of Groningen (UG) - Netherlands, Lund University (LU) - Sweden, Masaryk University (MU) - Czech Republic, University of Tuscia (UT) - Italy, George Enescu University of Arts of Iasi (GEUA) - Romania, Ilia State University (ISU) - Georgia, Caucasus University (CU) - Georgia, Kutaisi University (KU) - Georgia, Qafqaz University (QU) - Azerbaijan, Nakhchivan State University (NSU) - Armenia, Yerevan State University (YSU) - Yerevan, Goris State Universiry (GSU) - Georgia, Yuriyj-Fedkovych Chernivtsi National University (YFCNU) - Ukraine, Taras Shevchenko National University of Kyiv (TSNU) - Ukraine, Zaporizhzhya National University (ZNU) - Ukraine, Belarusian State University (BSU) - Belarus, Academy of Music, Theatre and Fine Arts (AMTFA) - Belarus.