პროექტის შესახებ

 

 

 

 

 

სამეწარმეო განათლება, გზა ინოვაციის, თანასწორობისა და ხარისხისაკენ

(MES-CIF-1-22)

 

კავკასიის უნივერსიტეტი სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტთან პარტნიორობით ახორციელებს კონკურენტული ინოვაციის ფონდის CIF-ის (საქართველო I2Q ინოვაცია, ინკლუზიურობა და ხარისხი კონკურენტული ინოვაციის ფონდი) მიერ დაფინანსებულ პროექტს: სამეწარმეო განათლება, გზა ინოვაციის, თანასწორობისა და ხარისხისაკენ. პროექტის საერთაშორისო პარტნიორია  ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტის „ინოვაციებისა და მეწარმეობის ოფისი (GWOIE)“, რომელიც ხელს შეუწყობს აშშ-ის საუკეთესო პრაქტიკის დანერგვასა და მსოფლიო ექსპერტებთან თანამშრომლობას ინოვაციებისა და მეწარმეობის მიმართულებით, ასევე მნიშვნელოვან როლს ითამაშებს უნივერსიტეტის ინტელექტუალური რესურსების განვითარებაში.

 

 

პროექტის მიზანია მონაწილე ქართულ უნივერსიტეტებში – სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტსა (SJSU) და კავკასიის უნივერსიტეტში (CU) ინოვაციებისა და მეწარმეობის შესაძლებლობების განვითარება საუნივერსიტეტო რესურსების გამოყენებით, სტრატეგიული მიზნების განახლებისა  და დამსაქმებლებთან არსებული ქსელის განვითარების მეშვეობით

 

პროექტის ძირითადი ამოცანებია:

 

  • კავკასიის უნივერსიტეტსა და სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში ინოვაციებისა და მეწარმეობის შესაძლებლობების განვითარება;
  • აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალის გადამზადება;
  • სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში ინოვაციებისა და მეწარმეობის ცენტრის დაარსება;
  • აქსელერაციის პროგრამის შემუშავება;
  • მესამე მისიის სტრატეგიის შემუშავება და გაძლიერება;
  • ინოვაციების და მეწარმეობის ცენტრების ინფრასტრუქტურის მოდერნიზება;
  • ბიზნესებსა და უნივერსიტეტებს შორის არსებული ქსელის გაუმჯობესება;
  • შრომის ბაზართან კავშირების გაძლიერება, ინკლუზიური გარემოს შექმნა შესაბამისი დამსაქმებლების ჩართულობით;
  • ინოვაციური ბანაკის ორგანიზება სტუდენტებისთვის.