|
სამეწარმეო განათლება, გზა ინოვაციის, თანასწორობისა და ხარისხისაკენ
(MES-CIF-1-22)
კავკასიის უნივერსიტეტი სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტთან პარტნიორობით ახორციელებს კონკურენტული ინოვაციის ფონდის CIF-ის (საქართველო I2Q ინოვაცია, ინკლუზიურობა და ხარისხი კონკურენტული ინოვაციის ფონდი) მიერ დაფინანსებულ პროექტს: „სამეწარმეო განათლება, გზა ინოვაციის, თანასწორობისა და ხარისხისაკენ.“ პროექტის საერთაშორისო პარტნიორია ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტის „ინოვაციებისა და მეწარმეობის ოფისი (GWOIE)“, რომელიც ხელს შეუწყობს აშშ-ის საუკეთესო პრაქტიკის დანერგვასა და მსოფლიო ექსპერტებთან თანამშრომლობას ინოვაციებისა და მეწარმეობის მიმართულებით, ასევე მნიშვნელოვან როლს ითამაშებს უნივერსიტეტის ინტელექტუალური რესურსების განვითარებაში.
პროექტის მიზანია მონაწილე ქართულ უნივერსიტეტებში – სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტსა (SJSU) და კავკასიის უნივერსიტეტში (CU) ინოვაციებისა და მეწარმეობის შესაძლებლობების განვითარება საუნივერსიტეტო რესურსების გამოყენებით, სტრატეგიული მიზნების განახლებისა და დამსაქმებლებთან არსებული ქსელის განვითარების მეშვეობით
პროექტის ძირითადი ამოცანებია:
- კავკასიის უნივერსიტეტსა და სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში ინოვაციებისა და მეწარმეობის შესაძლებლობების განვითარება;
- აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალის გადამზადება;
- სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში ინოვაციებისა და მეწარმეობის ცენტრის დაარსება;
- აქსელერაციის პროგრამის შემუშავება;
- მესამე მისიის სტრატეგიის შემუშავება და გაძლიერება;
- ინოვაციების და მეწარმეობის ცენტრების ინფრასტრუქტურის მოდერნიზება;
- ბიზნესებსა და უნივერსიტეტებს შორის არსებული ქსელის გაუმჯობესება;
- შრომის ბაზართან კავშირების გაძლიერება, ინკლუზიური გარემოს შექმნა შესაბამისი დამსაქმებლების ჩართულობით;
- ინოვაციური ბანაკის ორგანიზება სტუდენტებისთვის.