პუბლიკაციები

   

 

                                                                           

 

სამეცნიერო სტატია ევროკავშირის სწავლების შესახებ 

 

2024 წელს, კავკასიის უნივერსიტეტის ჟან მონეს მოდულის (EU-LP-GE) პროფესორების ეკატერინე ქარდავასა და გურანდა ჭელიძის მიერ მომზადდა სამეცნიერო სტატია თემაზე: „ევროპული სწავლების სავალდებულო ბუნება საქართველოს განათლების პოლიტიკაში“. სტატია გამოქვეყნდა საერთაშორისო რეფერირებად, საერთაშორისო სამეცნიერო ბაზებში ინდექსირებულ ჟურნალში International Journal of Multilingual Education.

 

სტატიაში ხაზგასმულია:

 

  • ევროპული სწავლების მნიშვნელობა საქართველოს განათლების სხვადასხვა საფეხურზე (როგორც ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებში, ასევე, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში);
  • ევროკავშირის შესახებ სწავლების სხვადასხვა საგანმანათლებლო პროგრამებში ინტეგრირების აუცილებლობა;
  • ევროპული სწავლების მეთოდოლოგიური გააზრება (ყველა პროგრამაში ერთი ზოგადი საგანი და სხვადასხვა სასწავლო დისციპლინაში ევროკავშირის სამართალთან, პოლიტიკებთან, პრაქტიკასთან შედარებითი მიმოხილვის ინკორპორირება).

 

სტატია, ყურადღებას მიაქცევს გამოწვევებს, როგორიცაა აკადემური პერსონალის მხრიდან ევროკავშირის შემეცნებისა და ცოდნის დონე (ამ მიზნით, მოდულის ფარგლებში გამოიცა სახელმძღვანელო „როგორ ვასწავლოთ ევროკავშირი“.

 

სტატიაში წარმოდგენილია რეკომენდაციები, ევროპული სწავლების სამომავლო განვითარების მიზნით, მათ შორის, საქართველოს განათლების პოლიტიკის დონეზე გადაწყდეს ევროპული სწავლებისთვის სავალდებულო ბუნების მინიჭება.  

 

იხ. სტატია.

 

https://multilingualeducation.openjournals.ge/index.php/ijml/article/view/8869

https://multilingualeducation.openjournals.ge/index.php/ijml/article/view/8869/8787

 


სახელმძღვანელო  „როგორ ვასწავლოთ ევროკავშირი“

 

კავკასიის უნივერსიტეტში, ჟან მონეს მოდულის ფარგლებში „სამართლის პროგრამების ევროპეიზაცია“ შემუშავდა სახელმძღვანელო  ლექტორებისთვის „როგორ ვასწავლოთ ევროკავშირი“.  

 

სახელმძღვანელოს ავტორები არიან ჟან მონეს პროფესორები ეკატერინე ქარდავა და გურანდა ჭელიძე.

 

სახელმძღვანელო მოიცავს ევროკავშირის შესახებ ზოგად, მაგრამ არსებითად მახასიათებელ ინფორმაციას, ევროკავშირის დარგობრივი პოლიტიკებისა და სფეროების საძიებელ სისტემებს, ევროკავშირის სწავლებისას ხშირად გამოყენებადი ტერმინების განმარტებას, ევროკავშირის სამართლისა და ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლო გადაწყვეტილებების ინტერნეტ-გვერდებს, ევროკავშირი-საქართველოს შორის დადებული შეთანხმებების ჩამონათვალს და სხვა. ამავდროულად, სახელმძღვანელოში მითითებულია ზოგიერთი მნიშვნელოვანი წყარო (სტატია და წიგნი), რომელიც დაეხმარება პროფესიონალს უკეთ გაიგოს და შეიმეცნოს ევროკავშირი, მისი სამართალი და დარგობრივი პოლიტიკები.

 

 


 

პოლიტიკის რეკომენდაციის დოკუმენტი -  როგორ ვასწავლოთ ევროკავშირი რეგიონებსა და ეთნიკურ უმცირესობებში.

 


 

ტრენინგის მოდული

„ევროკავშირი და საქართველოს სამართლებრივი ევროპეიზაცია“

 

2024 წელს, ერასმუს+ ჟან მონეს მოდულის ფარგლებში „სამართლის პროგრამების ევროპეიზაცია საქართველოში“ (Jean Monnet Module: 101084764 — EU-LP-GE), კავკასიის უნივერსიტეტის პროფესორებმა ეკატერინე ქარდავამ და გურანდა ჭელიძემ შეიმუშავეს სპეციალური ტრენინგ-მოდული საქართველოში ევროპული სწავლების გაძლიერების მიზნით.  ტრენინგ-მოდულის სახელწოდებაა  „ევროკავშირი და საქართველოს სამართლებრივი ევროპეიზაცია“.

 

ტრენინგ-მოდული შემუშავდა სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტისთვის - რეგიონული სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალისთვის (უშუალოდ ჟან მონეს მოდულის მიხედვით), თუმცა მისი გამოყენება მიზანშეწონილია ნებისმიერი საგანმანათლებლო პროგრამის, უნივერსიტეტისა და სამიზნე ჯგუფის ფარგლებში.

 

იხ. ტრენინგის მოდული.

 


ჟან მონეს კონფერენციაში მონაწილეობა

ბსუ, ბათუმი, საქართველო

 

2023 წლის 29-30 სექტემბერს, ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ჩატარდა საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია „დემოკრატია, კანონის უზენაესობა და ადამიანის უფლებათა დაცვა ევროკავშირში“. კონფერენცია ორგანიზებულ იქნა ჟან მონეს კათედრის ფარგლებში „ევროკავშირის ფუნდამენტური უფლებები: დემოკრატია, კანონის უზენაესობა და ადამიანის უფლებების დაცვა“.

 

ჟან მონეს მოდულის „EU-LP-GE”  პროფესორებმა დოქტ. ეკატერინე ქარდავამ და დოქტ. გურანდა ჭელიძემ მონაწილეობა მიიღეს კონფერენციაში. მათ გააკეთეს მოხსენება შემდეგ თემაზე: „ევროპული სწავლების სავალდებულო ბუნების მნიშვნელობა საქართველოს უმაღლესი განათლების პოლიტიკაში“. მოხსენება შეიცავდა ევროპული სწავლების პოპულარიზების ასპექტებს, ჟან მონეს მოდულის „EU-LP-GE” მიზნების, ამოცანებისა და მეთოდების დისემინაციას, აგრეთვე, იმ გამოწვევებს, რომლის წინაშეც დგას საქართველო ევროპული სწავლების კონტექსტში.

 

პროფესორები, მინიმუმ 15 ქვეყნიდან მონაწილეობდნენ კონფერენციაში. აღნიშნულმა შესაძლებლობა მისცა ჟან მონეს აქტივობების განმახორციელებლებს უკეთ გაეცნოთ ერთმანეთი და დაემყარებინათ პროფესიული კავშირები.

 

ინფორმაცია კონფერენციისა და გამოქვეყნებული აბსტრაქტების თაობაზე:ჟან მონეს კონფერენციაში მონაწილეობა - ბსუ, ბათუმი.