Cloudcrop-ი ქმნის ციფრული აგრონომის პროგრამას, რომელიც ადაპტირდება ნებისმიერი ტიპის სათბურზე.
ქლაუდქროფის მიზანია, შექმნას პროგრამა, რომელიც გაანალიზებს სათბურის მდგომარეობას და მანქანური სწავლების ხელოვნური ინტელექტის საშუალებით ჩამოაყალიბებს ზუსტ სამოქმედო გეგმას ფერმერისთვის, რომლის საშუალებითაც ის სათბურის შესაძლებლობების სრულ ათვისებას შეძლებს.
საშუალოდ, სათბურები წელიწადში კარგავენ ათობით ათას დოლარს არაეფექტური მენეჯმენტის გამო, რადგან არ იციან როგორ გამოიყენონ საჭირო რესურსები და როგორ გაუმკლავდნენ დაავადებებსა და მავნებლებს. შესაბამისად, ტონობით ნაწარმი ფუჭდება, რაც აუარესებს მესათბურე ფერმერის კეთილდღეობასა და აბინძურებს გარემოს. Cloudcrop-ის პროგრამა ახლა გადის ტესტირებას ბაზრის მოწინავე კლიმატ კონტროლისა და მონიტორინგის კომპანიებთან, რის შედეგადაც, მოხდება მისი ინტეგრირება მათ პლატფორმებზე.
Cloudcrop-ი არის საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს 15 000 ლარიანი საგრანტო კონკურსის გამარჯვებული, ასევე კავკასიის უნივერსიტეტის ინოვაციების და მეწარმეობის ცენტრის სტარტაპ პრე-აქსელერაციის პროგრამა CUnicorn - ის დემო დღის პრიზიორი (II ადგილი) და Social Impact Award – ის ფინალისტი.