Erasmus + გაცვლით პროგრამები აკადემიური პერსონალისთვის

25 დეკემბერი 2017

კავკასიის უნივერსიტეტი აცხადებს აკადემიური პერსონალისთვის  2017 წლის გაზაფხულის სემესტრში Erasmus + გაცვლით პროგრამაში მონაწილეობისთვის განაცხადების მიღებას.  

 

Erasmus + გაცვლითი პროგრამა აკადემიური პერსონალის საერთაშორისო მობილობისთვის ითვალისწინებს მგზავრობის ხარჯის დაფარვას და გასცემს სტიპენდიებს. სტიპენდიის ოდენობა განსაზღვრულია Erasmus+ სახელმძღვანელოს და მიმღები ქვეყნის კანონმდებლობის  შესაბამისად.

 

პარტნიორ უნივერსიტეტში სწავლების მიზნით, პერსონალის მობილობა არის ერთ კვირიანი (მოიცავს 5 სამუშაო დღეს, თუმცა პარტნიორმა უნივერსიტეტმა შეიძლება შემოგვთავზოს გაზრდილი მობილობის დღეები) და მოიცავს სავალდებულო 8 სალექციო საათს.

 

განაცხადების წარმოდგენა შეუძლიათ:

  • სრულ განაკვეთზე დასაქმებულ აკადემიურ პერსონალს (ბრძანება/გრძელვადიანი კონტრაქტი), რომელსაც აქვს ინგლისურ ენაზე სალექციო კურსის წაკითხვის გამოცდილება  ან
  • კავკასიის უნივერსიტეტის ადმინისტრაციულ თანამდებობაზე მყოფ აკადემიურ პერსონალს, რომელსაც აქვს ინგლისურ ენაზე სალექციო კურსის წაკითხვის გამოცდილება. 

 

ამ განაცხადის მიზნებისათვის, 2017 წლის გაზაფხულის სემესტრში მობილობის განხორციელება შესაძლებელია შემდეგ უნივერსიტეტებში:

 

  1. ტუშას უნივერსიტეტი, იტალია (Business administration; Political Science and International Relations; Administration and Finance; Marketing and quality; Political science, nternational security and public communication; Modern Languages and Cultures; Law; Archeology and art history, protection and enhancement; Sciences of cultural heritage; Humanities / Literature; Communications, technology and digital culture Modern Philology.)
  2. კოზმინსკის უნივერსიტეტი, პოლონეთი (Business (proposed courses for teaching: Case studies in entrepreneurship: from start-up to corporate practices;  Contemporary management challenges) (or attend International conference :- http://circle2017.kozminski.edu.pl)
  3. ლუბლიანას უნივერსიტეტი, სლოვენია (business and economics- http://www.ef.uni-lj.si/faculty?pl=4)
  4. კოლეგიუმ სივიტას უნივერსიტეტი, პოლონეთი- (International Relations and Political Sience, Specific Focuse on Conflic Studies) 
  5. კატოვიცეს ეკონომიკის უნივერსიტეტი, პოლონეთი-(Inter Comunication Managment) 
  6. კლაიპედას  საერთაშორისო უნივერსიტეტი (LCC), ლიტვა (Business, psychology or Political Science-  https://www.lcc.lt/home/academics/registrar/registrar-course-schedule/ in order to view the full list please select “spring 2017” from the drop down list and press “search”)
  7. გამოყენებით სოციალურ მეცნიერებათა უნივერსიტეტი (SMK), ლიტვა (Bsusiness,International Business and Marketing, Tourism, Media) 
  8. კოშიცეს ტექნიკური უნივერსიტეტი, სლოვაკეთი (Economics, Managment) 

 

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად  დაინტერესებულმა აკადემიურმა პერსონალმა  შემდეგი დოკუმენტები უნდა წარმოადგინოს ინგლისურ ენაზე: 

 

  • საერთაშორისო პასპორტის ასლი; 
  • შევსებული სააპლიკაციო ფორმა (იხ.დანართი #1)
  • EUROPASS CV (იხ.დანართი #2) (იხ.დანართი #3)
  • ესე, რომელიც უნდა ასახავდეს: კავკასიის უნივერსიტეტში მუაშაობის გამოცდილებას; ინფორმაციას პროექტებისა და პროგრამების შესახებ, რომელშიც აპლიკანტს მონაწილეობა მიუღია კავკასიის უნივერსიტეტთან ერთად ან როგორც კავკასიის უნივერსიტეტის წარმომადგენელს;  
  • 1 სარეკომენდაციო წერილი ფაკულტეტიდან. 

 

არ განიხილება განაცხადები, რომლებიც:

  • წარმოდგენილი განაცხადები იქნება არასრულყოფილი ან დადგენილი მოთხოვნების შეუსაბამო;
  • დაგვიანებით ან ეტაპობრივად წარმოდგენილი განაცხადები არ განიხილება. 

 

კანდიდატებს განაცახდების წარმოდგენა შეუძლიათ ელექტრონული ფორმით 2016 წლის 25 ნოემბრამდე შემდეგ მისამართზე: ir@cu.edu.ge .

 

კანდიდატმა ელ-ფოსტის სათაურში უნდა მიუთითოს შერჩეული  უნივერსიტეტის დასახელება რომელზეც აკეთებს  განაცხადს. თითოეული დოკუმენტი უნდა იყოს შესაბამისად დასათაურებული. 

 

შერჩევის პროცედურა

  • წარმოდგენილ სააპლიკაციო დოკუმენტებს განიხილავს კავკასიის უნივერსიტეტის საკონკურსო კომისია.
  • კომისიის მიერ მოხდება შერჩეული კანდიდატების ნომინირება; 
  • შერჩეული კანდიდატების შესახებ ინფორმაციის / დოკუმენტების მიწოდება მოხდება მიმღები უნივერსიტეტისათვის;
  • აკადემიური პერსონალის საბოლო შერჩევა  მიმღები უნივერსიტეტის მიერ; 

 

დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ კავკასიის უნივერსიტეტის სტრატეგიული განვითარებისა და  საეთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტს, მეშვიდე სართული, ოთახი A21.

 

გისურვებთ წარმატებებს!