ავსტრიის მთავრობის სტიპენდია- Ernst Mach Grant

29 ნოემბერი 2022

ავსტრიის მეცნიერებისა და კვლევის სამინისტრო, კავკასიის ბიზნესის სკოლის ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის საფეხურის სტუდენტებისთვის აცხადებს Ernst Mach-ის გაცვლით სასტიპენდიო პროგრამაზე განაცხადების მიღებას ავსტრიის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტში (FH JOANNEUM University of Applied Sciences, Austria) სასწავლებლად.

 

მობილობის დაგეგმვა შესაძლებელია ერთი სემესტრით (2023 შემოდგომა ან 2024 გაზაფხულის სემესტრი), ან/და სრულად 2023/2024 აკადემიური წლისთვის. განაცხადის წარმოდგენისას, სტუდენტმა სააპლიკაციო ფორმაში, შესაბამის ფრაგაში, უნდა მიუთითოს აღნიშნული ინფორმაცია. 

 

კონკურსი დაყოფილია ორ ეტაპად:

 

  • I ეტაპზე, კავკასიის უნივერსიტეტის მიერ მოხდება სტუდენტების შერჩევა და ნომინირება ავსტრიის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტში. შერჩეულ კანდიდატებს ავსტრიის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტიდან ეგზავნებათ ჩარიცხვის წერილი (acceptance letter).
  • მეორე ეტაპი გულისხმობს, მიღებული მოწვევის წერილის საფუძველზე, სტუდენტის მიერ საკონკურსო განაცხადის შეტანას უშუალოდ Ernst Mach -ის სასტიპენდიო პროგრამაზე 2023 წლის 1 მარტამდე.

 

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად, კავკასიის ბიზნესის სკოლის ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის საფეხურის აქტიურმა სტუდენტებმა, შემდეგი დოკუმენტები უნდა წარმოადგინონ ინგლისურ ენაზე:

 

  • პირადობის მოწმობის ან პასპორტის ასლი;
  • შევსებული სააპლიკაციო ფორმა (იხ.დანართი #1);
  • EUROPASS CV ;
  • უცხო ენის ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატი (IELTS – 6.0\TOEFL-78);
  • ნიშნების ფურცელი;
  • 1 სამოტივაციო წერილი;
  • 1 სარეკომენდაციო წერილი (პროფესიული საგნის ლექტორი/დეკანი/ პროგრამის დირექტორი).

 

კონკურსში მონაწილეობის მიღება არ შეუძლიათ:

 

  • საბაკალავრო პროგრამის დამამთავრებელი სემესტრის სტუდენტებს;
  • სამაგისტრო პროგრამის დამამთავრებელი სემესტრის სტუდენტებს;
  • 35 წელს გადაშორებულ კანდიდატებს

 

არ განიხილება იმ სტუდენტთა განაცხადები, რომლებიც:

 

  • არ აკმაყოფილებენ გაცვლით პროგრამაში მონაწილეობისათვის ჩარჩო ხელშეკრულებითა და კავკასიის უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის დებულებით დადგენილ მოთხოვნებს;
  • წარმოდგენილი განაცხადები იქნება არასრულყოფილი ან დადგენილი მოთხოვნების შეუსაბამო;
  • დაგვიანებით, ან ეტაპობრივად წარმოდგენილი განაცხადები არ განიხილება.

 

 

კანდიდატებს განაცხადების წარმოდგენა შეუძლიათ ელექტრონული ფორმით 2023 წლის 25 იანვრის ჩათვლით შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: ir@cu.edu.ge       

 

კანდიდატებმა ელ-ფოსტის სათაურში უნდა მიუთითონ გრანტის დასახელება (Ernst Mach Grant), წარმოდგენილი დოკუმენტები უნდა იყოს შესაბამისად დასათაურებული.

 

გთხოვთ, გაითვალისწინეთ, რომ პროგრამაში მონაწილე სტუდენტს, სწავლის დასრულება არ შეუძლია პარტნიორ უნივერსიტეტში.

 

შერჩევის პროცედურა:

 

  • წარმოდგენილ სააპლიკაციო დოკუმენტებს განიხილავს კავკასიის უნივერსიტეტის საკონკურსო კომისია.
  • კომისიის მიერ მოხდება შერჩეული კანდიდატების ნომინირება ავსტრიის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტში;
  • სტუდენტების საბოლოო შერჩევა მიმღები უნივერსიტეტის მიერ და ჩარიცხვის წერილის გამოგზავნა.
  • კონკურსის მეორე ეტაპთან დაკავშირებით, რაც გულისხმობს Ernst Mach სტიპენდიაზე განაცხადის შეტანას, კანდიდატებს დამატებით დაუკავშირდება საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტი.

 

დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ კავკასიის უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტს, მეორე სართული, ოთახი B25.