ბერლინის სასტიპენდიო პროგრამა - 2026-2027

23 სექტემბერი 2025

ბერლინის სასტიპენდიო ფონდი, გერმანია, აცხადებს აპლიკაციების მიღებას სასტიპენდიო პროგრამაზე 2026-2027 აკადემიური წლისთვის. 

 

პროგრამაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ მაგისტრატურის და დოქტორანტურის საფეხურის სტუდენტებს, ასევე დოქტორანტურის საფეხურის კურსდამთავრებულებს.

 

დაინტერესებულმა კანდიდატებმა შემდეგი დოკუმენტები ინგლისურ ენაზე უნდა წარადგინონ ელექტრონული ფორმით მოცემულ მისამართზე: studienstiftung@parlament-berlin.de

 

  • შევსებული სააპლიკაციო ფორმა;
  • რეზიუმე;
  • სამოტივაციო წერილი;
  • სასწავლო/კვლევის თემა;
  • მოწვევის წერილი ბერლინში არსებული უნივერსიტეტიდან;
  • 2 სარეკომენდაციო წერილი;
  • ნიშნების ფურცელი/დიპლომი;
  • გერმანული ენის სერტიფიკატი (არსებობის შემთხვევაში).

 

აპლიკაციის გაგზავნის საბოლოო ვადაა 15 დეკემბერი, 2025.

 

თვიური ფინანსური ანაზღაურება:

 

  • მაგისტრატურის/დოქტორანტურის სტუდენტებისთვის: 1100€
  • დოქტორანტურის საფეხურის კურსდამთავრებულთათვის: 1630€


დამატებითი კითხვების შემთხვევაში გთხოვთ ეწვიოთ ბმულს ან დაუკავშირდეთ პროგრამის ადმინისტრატორებს შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: bastip@zedat.fu-berlin.de