გაცნობებთ, რომ ცეტისის უნივერსიტეტი, მექსიკა (CETYS University, Mexico) დაინტერესებულ პირებს იწვევს საზაფხულო სკოლაში მონაწილეობის მისაღებად - 14-25 ივლისი, 2025. საზაფხულო პროგრამა გაიმართება ენსენადას კამპუსში, მექსიკა.
საზაფხულო სკოლის ფარგლებში შემოთავაზებულია შემდეგი კურსები:
- პროექტის მენეჯმენტი
- განახლებადი ენერგიის წყაროები
- მდგრადობა და კონკურენტუნარიანობა
- სოციალური მედიის მარკეტინგი
- გლობალური ორგანიზაციების მენეჯმენტი
- მოლაპარაკების სტრატეგიები და კონფლიქტების მოგვარება
- საერთაშორისო ვაჭრობა: ფოკუსირება ჩრდილოეთ ამერიკის რეგიონზე
- ბიზნეს ინტელექტი
პროგრამა მოიცავს შემდეგს:
- სასწავლო კურსი;
- კულტურული აქტივობები;
- ინდუსტრიული ვიზიტები.
კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის პროგრამაში მონაწილეობის მიღება არის უფასო, რაც მოიცავს სწავლებისა და რეგისტრაციის ხარჯებს. გთხოვთ, გაითვალისწინეთ რომ დანარჩენ ხარჯებს (განთავსება, მგზავრობა, კვება და სხვ.) მონაწილე ფარავს თავად.
დაინტერესებულმა სტუდენტებმა მონაწილეობა უნდა მიიღონ შიდა საუნივერსიტეტო შესარჩევ კონკურსში და შემდეგი დოკუმენტები ინგლისურ ენაზე უნდა წარმოადგინონ ელექტრონული ფორმით მოცემულ მეილის მისამართზე: ir@cu.edu.ge
- ნიშნების ფურცელი (მინიმალური კუმულაციური GPA- 3.0);
- აქტიური სტუდენტის სტატუსის დამადასტურებელი ცნობა;
- მოქმედი პასპორტის ასლი;
- ინგლისური ენის B2 დონის დამადასტურებელი ცნობა.
აღნიშნული დოკუმენტების მისაღებად, გთხოვთ ეწვიოთ A2 ოთახს, პირველი სართული.
დოკუმენტების წარდგენის საბოლოო ვადაა - 16 მაისი, 2025.
დამატებითი ინფორმაციის სანახავად გთხოვთ ეწვიოთ მითითებულ ბმულს.
გისურვებთ წარმატებას!