Erasmus+ გაცვლითი პროგრამები ადმინისტრაციული პერსონალისთვის, 2022 გაზაფხული

28 მარტი 2022

კავკასიის უნივერსიტეტი აცხადებს ადმინისტრაციული პერსონალისთვის საკონკურსო განაცხადების მიღებას 2022 წლის გაზაფხულის სემესტრში Erasmus + ის გაცვლით პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად.

 

Erasmus + ის გაცვლითი პროგრამა ადმინისტრაციული პერსონალის საერთაშორისო მობილობისთვის ითვალისწინებს მგზავრობის ხარჯის დაფარვას და გასცემს სტიპენდიებს. სტიპენდიის ოდენობა განსაზღვრულია Erasmus+ ის სახელმძღვანელოსა და მიმღები ქვეყნის კანონმდებლობის  შესაბამისად.

 

პარტნიორ უნივერსიტეტში სამუშაო ვიზიტი/მობილობა არის ერთკვირიანი (5 სამუშაო დღეს+ 2 დღე მგზავრობისთვის). ვიზიტის პროგრამა შემუშავდება ინდივიდუალურად, პარტნიორი უნივერსიტეტის მიერ შერჩეული კანდიდატურის ნომინაციის მიღებისა და დადასტურების შემდგომ.

 

2022 წლის გაზაფხულის სემესტრში ადმინისტრაციული პერსონალის მობილობა შესაძლებელია შემდეგ უნივერსიტეტებში:

 

  1. სტამბულის ბილგის უნივერსიტეტი, თურქეთი (Istanbul Bilgi University, Turkey)
  2. ოვიდიუსის უნივერსიტეტი, რუმინეთი (Ovidius University in Constanta, Romania)
  3. ტუშას უნივერსიტეტი, იტალია (University of TUSCIA, Italy)
  4. Šiauliai გამოყენებით მეცნიერებათა სახელმწიფო უნივერსიტეტი, ლიეტუვა (Šiauliai State University of Applied Sciences, Lithuania)
  5. პოვისლანსკის კოლეჯი კვიძინში, პოლონეთი (Powislanski College in Kwidzyn, Poland)
  6. ბაბეშ-ბოლაის უნივერსიტეტი, რუმინეთი (Babes-Bolyai University, Romania)
  7. Wszechnica Polska ვარშავის უნივერსიტეტი, პოლონეთი (Wszechnica Polska University in Warsaw, Poland)
  8. ვალენსიის პოლიტექნიკური უნივერსიტეტი, ესპანეთი (Polytechnic University of Valencia, Spain)
  9. ახლო აღმოსავლეთის ტექნიკური უნივერსიტეტი, თურქეთი (Middle East Technical University, Turkey)

 

 

განაცხადების წარმოდგენა შეუძლია:

 

  • კავკასიის უნივერსიტეტის ადმინისტრაციულ თანამდებობაზე დასაქმებულ პერსონალს

 

კონკურსში მონაწილეობის მიზნებისათვის აუცილებელია ინგლისური ენის ფლობა და შემდეგი დოკუმენტების წარმოდგენა ინგლისურ ენაზე: 

 

  • საერთაშორისო პასპორტის ასლი; 
  • EUROPASS CV
  • 1 სამოტივაციო წერილი;
  • 1 სარეკომენდაციო წერილი.

 

       არ განიხილება განაცხადები, რომლებიც:

 

  • იქნება არასრულყოფილი ან დადგენილი მოთხოვნების შეუსაბამო;
  • იქნება დაგვიანებით ან ეტაპობრივად წარმოდგენილი.

 

 

კანდიდატებს განაცხადების წარმოდგენა შეუძლიათ ელექტრონული ფორმით 2022 წლის 3 აპრილის  ჩათვლით შემდეგ მისამართზე: ir@cu.edu.ge

 

კანდიდატმა ელ-ფოსტის სათაურში უნდა მიუთითოს  უნივერსიტეტის დასახელება რომელზეც აკეთებს განაცხადს, თითოეული დოკუმენტი უნდა იყოს შესაბამისად დასათაურებული. 

 

შერჩევის პროცედურა

 

  • წარმოდგენილ სააპლიკაციო დოკუმენტებს განიხილავს კავკასიის უნივერსიტეტის საკონკურსო კომისია;
  • შერჩევის პროცესში უპირატესობა მიენიჭება იმ კანდიდატებს, რომლებსაც ჯერ არ უსარგებლიათ Erasmus+ მობილობის პროგრამით;
  • საჭიროების შემთხვევაში, შესაძლოა დაინიშნოს გასაუბრება ან ტესტირება ინგლისურ ენაში;
  • შერჩეული კანდიდატების ნომინირება და დოკუმენტების მიწოდება მიმღები უნივერსიტეტისათვის;
  • ადმინისტრაციული პერსონალის საბოლო შერჩევა მოხდება  მიმღები უნივერსიტეტის მიერ; 

 

დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ კავკასიის უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობებისა და პროექტების დეპარტამენტს, მეორე სართული, ოთახი B25.