Erasmus+ გაცვლითი პროგრამები, 2022 შემოდგომა

11 მარტი 2022

კავკასიის უნივერსიტეტი აცხადებს 2022 შემოდგომის სემესტრისთვის Erasmus + ის გაცვლით პროგრამაში მონაწილეობისათვის განაცხადების მიღებას.

 

Erasmus+ ის გაცვლითი პროგრამა სტუდენტების საერთაშორისო მობილობისთვის ითვალისწინებს მგზავრობის ხარჯის დაფარვას  და გასცემს სტიპენდიებს. სტიპენდიის ოდენობა სტუდენტებისთვის განსაზღვრულია მიმღები ქვეყნისა და უნივერსიტეტის შესაბამისად.

 

 

2022 წლის შემოდგომის სემესტრში, სტუდენტთა მობილობა  დაგეგმილია შემდეგ უნივერსიტეტებში:

 

 

  1. FH JOANNEUM გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტი, ავსტრია

 

აკადემიური საფეხური

მობილობის ხანგრძლივობა

აკადმიური მიმართულებები

სწავლების ენა

ბაკალავრიატი/ მაგისტრატურა

1 სემესტრი

Business (BA/MA)

Information Technology (BA)

 Tourism (BA)

ინგლისური

  

  1. LCC საერთაშორისო უნივერსიტეტი, ლიეტუვა

აკადემიური საფეხური

მობილობის ხანგრძლივობა

აკადმიური მიმართულებები

სწავლების ენა

ბაკალავრიატი

1 სემესტრი

International Business Administration

Psychology

International Relations

Journalism

ინგლისური

 

 

  1. ლუბლიანას უნივერსიტეტი, სლოვენია

აკადემიური საფეხური

მობილობის ხანგრძლივობა

აკადმიური მიმართულებები

სწავლების ენა

ბაკალავრიატი

1 სემესტრი

Business Administration

Economics

ინგლისური

 

  1. ზაარლანდის უნივერსიტეტი, გერმანია

აკადემიური საფეხური

მობილობის ხანგრძლივობა

აკადმიური მიმართულებები

სწავლების ენა

მაგისტრატურა

1 სემესტრი

Law

ინგლისური

 

  1. კატოვიცეს ეკონომიკის უნივერსიტეტი, პოლონეთი

აკადემიური საფეხური

მობილობის ხანგრძლივობა

აკადმიური მიმართულებები

სწავლების ენა

ბაკალავრიატი /მაგისტრატურა

1 სემესტრი

Business Administration

Economics

ინგლისური

 

  1. RISEBA გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტი, ლატვია

აკადემიური საფეხური

მობილობის ხანგრძლივობა

აკადმიური მიმართულებები

სწავლების ენა

ბაკალავრიატი /მაგისტრატურა

1 სემესტრი

Business Administration

Architecture

ინგლისური

 

7. ახლო აღმოსავლეთის ტექნიკური უნივერსიტეტი, თურქეთი
 

აკადემიური საფეხური

მობილობის ხანგრძლივობა

აკადმიური მიმართულებები

სწავლების ენა

ბაკალავრიატი 

1 სემესტრი

International Relations, Business, Economics, Psychology, Architecture, Informatics

ინგლისური

 

 

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად კავკასიის უნივერსიტეტის აქტიურმა  სტუდენტებმა უნდა წარმოადგინონ შემდეგი  დოკუმენტები ინგლისურ ენაზე:

 

 

  • პირადობის მოწმობის ან პასპორტის ასლი
  • შევსებული სააპლიკაციო ფორმა (იხ.დანართი #1)
  • EUROPASS CV
  • უცხო ენის ცოდნის დამადასტურებელი საერთაშორისო სერტიფიკატი (IELTS –6.0; TOEFL- 78)
  • ნიშნების ფურცელი;
  • 1 სამოტივაციო წერილი;
  • 1 სარეკომენდაციო წერილი ფაკულტეტიდან

 

 

Erasmus+ ის გაცვლით პროგრამაში მონაწილეობა შესაძლებელია:

 

  • საბაკალავრო საფეხურის მეორე კურსის პირველი სემესტრიდან - მეოთხე კურსის პირველი სემესტრის ჩათვლით;
  • მაგისტრატურის საფეხურის მეორე კურსის ნებისმიერი სემესტრიდან/ ტრიმესტრიდან სკოლის თანხმობის საფუძველზე.

 

არ განიხილება იმ სტუდენტთა განაცხადები, რომლებიც:

 

  • არ აკმაყოფილებენ გაცვლით პროგრამაში მონაწილეობისათვის ჩარჩო ხელშეკრულებითა და კავკასიის უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობებისა და პროექტების დეპარტამენტის დებულებით დადგენილ მოთხოვნებს;
  • წარმოდგენილი განაცხადები იქნება არასრულყოფილი ან დადგენილი მოთხოვნების შეუსაბამო;
  • დაგვიანებით ან ეტაპობრივად წარმოდგენილი განაცხადები არ განიხილება.

 

კანდიდატებმა  განაცხადები უნდა წარმოადგინონ  ელექტრონული ფორმით 2022 წლის 15 აპრილის ჩათვლით შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: ir@cu.edu.ge .

 

გთხოვთ, გაითვალისწინეთ, რომ ინგლისური ენის საერთაშორისო სერტიფიკატის წარმოდგენა სავალდებულოა განაცხადის შემოტანის დედლაინის ამოწურვამდე.

 

თითოეული სააპლიკაციო დოკუმენტი უნდა იყოს შესაბამისად დასათაურებული. ერთ სტუდენტს განაცხადის გაკეთება შეუძლია მაქსიმუმ სამ უნივერსიტეტზე.

 

 

შერჩევის პროცედურა:

 

  • წარმოდგენილ სააპლიკაციო დოკუმენტებს განიხილავს კავკასიის უნივერსიტეტის საკონკურსო კომისია;
  • შერჩეული კანდიდატების შესახებ ინფორმაციის / დოკუმენტების მიწოდება მიმღები უნივერსიტეტისათვის;
  • სტუდენტების საბოლო შერჩევა მიმღები უნივერსიტეტის მიერ;
  • მიმღებ უნივერსიტეტს უფლება აქვს ნომინირებულ სტუდენტს მოსთხოვოს დამატებით შიდა კონკურსში მონაწილოების მიღება

 

 

დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ კავკასიის უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობებისა და პროექტების დეპარტამენტს, მეორე სართული, ოთახი B25.