ანჟერის უნივერსიტეტი, საფრანგეთი (University of Angers, France), კავკასიის ტურიზმის სკოლის საბაკალავრო საფეხურის სტუდენტებისთვის აცხადებს 2026 წლის გაზაფხულის სემესტრში, Erasmus+ ის გაცვლით პროგრამაში მონაწილეობისათვის განაცხადების მიღებას.
Erasmus+ გაცვლითი პროგრამა სტუდენტების საერთაშორისო მობილობისთვის ითვალისწინებს მგზავრობის ხარჯის დაფარვას და გასცემს სტიპენდიებს. სტიპენდიის ოდენობა სტუდენტებისთვის განსაზღვრულია მიმღები ქვეყნისა და უნივერსიტეტის შესაბამისად.
იხილეთ გამოცხადებული მობილობის დეტალები:
| აკადემიური საფეხური | მობილობის ხანგრძლივობა | პროგრამის დასახელება | სწავლების ენა | საგნების ინფორმაცია | 
| ბაკალავრიატი | 1 სემესტრი (იანვარი-მაისი) | International Hospitality Management | ინგლისური | 
კონკურსში მონაწილეობის მისაღებად, კავკასიის უნივერსიტეტის აქტიურმა სტუდენტებმა, შემდეგი დოკუმენტები უნდა წარმოადგინონ ინგლისურ ენაზე:
- მოქმედი საერთაშორისო პასპორტის ასლი;
- შევსებული სააპლიკაციო ფორმა (იხ. დანართი #1);
- EUROPASS CV;
- ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელი საერთაშორისო სერტიფიკატი (IELTS – 6.0; TOEFL- 78);
- ნიშნების ფურცელი (ოთახი A2);
- სტუდენტის აქტიური სტატუსის დამადასტურებელი ცნობა (ოთახი A2);
- 1 სამოტივაციო წერილი;
- 1 სარეკომენდაციო წერილი ფაკულტეტიდან (დეკანი, პროგრამული საგნის ლექტორი)
კანდიდატებმა განაცხადები უნდა წარმოადგინონ ელექტრონული ფორმით 2025 წლის 30 ოქტომბრის ჩათვლით შემდეგ მისამართზე: ir@cu.edu.ge.
არ განიხილება იმ სტუდენტთა განაცხადები, რომლებიც:
- არ აკმაყოფილებენ გაცვლით პროგრამაში მონაწილეობისათვის ჩარჩო ხელშეკრულებითა და კავკასიის უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის დებულებით დადგენილ მოთხოვნებს;
- წარმოდგენილი განაცხადები იქნება არასრულყოფილი ან დადგენილი მოთხოვნების შეუსაბამო;
- დაგვიანებით ან ეტაპობრივად წარმოდგენილი განაცხადები არ განიხილება.
შერჩევის პროცედურა:
- წარმოდგენილ სააპლიკაციო დოკუმენტებს განიხილავს კავკასიის უნივერსიტეტის საკონკურსო კომისია;
- კომისიის მიერ შერჩეულ კანდიდატებთან კომუნიკაცია და ინფორმაციის მიწოდება ანჟერის უნივერსიტეტის სააპლიკაციო პროცედურების შესახებ;
- შერჩეული კანდიდატების მიერ ანჟერის უნივერსიტეტის სააპლიკაციო ფორმის შევსება;
- შევსებული სააპლიკაციო ფორმის შეფასება მიმღები უნივერსიტეტის მიერ;
- სტუდენტების საბოლო შერჩევა ანჟერის უნივერსიტეტის მიერ;
დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ კავკასიის უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტს, მეორე სართული, ოთახი B25, ან მოგვწერეთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე - ir@cu.edu.ge .
