Erasmus+ გაცვლითი პროგრამა ვალიადოლიდის უნივერსიტეტში, ესპანეთი

22 ოქტომბერი 2025

ვალიადოლიდის უნივერსიტეტი (Universidad de Valladolid, Spain), აცხადებს 2026 წლის  გაზაფხულის სემესტრში, Erasmus+ ის გაცვლით პროგრამაში მონაწილეობისათვის განაცხადების მიღებას.

 

გთხოვთ გაითვალისწინეთ რომ ვალიადოლიდის უნივერსიტეტში მობილობისათვის გამოყოფილი დაფინანსება იყოფა ყველა პარტნიორ უნივერსიტეტზე საქართველოდან. 

 

Erasmus+ გაცვლითი პროგრამა სტუდენტების საერთაშორისო მობილობისთვის ითვალისწინებს მგზავრობის ხარჯის დაფარვას  და გასცემს სტიპენდიებს. სტიპენდიის ოდენობა სტუდენტებისთვის განსაზღვრულია მიმღები ქვეყნისა და უნივერსიტეტის შესაბამისად.

 

ვალადოლიდის უნივერსიტეტში გამოცხადებული მობილობის დეტალები:

 

აკადემიური საფეხური

მობილობის ხანგრძლივობა

პროგრამის დასახელება

სწავლების ენა

ბაკალავრიატი

1 სემესტრი


01/02/2026 – 30/06/2026

Bachelor’s Degree in English Studies

ინგლისური

ბაკალავრიატი

1 სემესტრი


01/02/2026 – 15/07/2026

Bachelor’s Degree in Biomedicine and Advanced Therapies

ინგლისური

 

 

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად, კავკასიის უნივერსიტეტის აქტიურმა  სტუდენტებმა, შემდეგი  დოკუმენტები უნდა წარმოადგინონ ინგლისურ ენაზე:

 

  • მოქმედი საერთაშორისო პასპორტის ასლი;
  • შევსებული სააპლიკაციო ფორმა (იხ. დანართი #1);
  • EUROPASS CV;
  • ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელი საერთაშორისო სერტიფიკატი (IELTS – 6.0; TOEFL- 78); 
  • ნიშნების ფურცელი (ოთახი A2);
  • სტუდენტის აქტიური სტატუსის დამადასტურებელი ცნობა (ოთახი A2);
  • 1 სამოტივაციო წერილი;
  • 1 სარეკომენდაციო წერილი ფაკულტეტიდან (დეკანი, პროგრამული საგნის ლექტორი)

 

კანდიდატებმა განაცხადები უნდა წარმოადგინონ ელექტრონული ფორმით 2025 წლის 26 ოქტომბრის ჩათვლით შემდეგ მისამართზე: ir@cu.edu.ge.  

 

არ განიხილება იმ სტუდენტთა განაცხადები, რომლებიც:

 

  • არ აკმაყოფილებენ გაცვლით პროგრამაში მონაწილეობისათვის ჩარჩო ხელშეკრულებითა და კავკასიის უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის დებულებით დადგენილ მოთხოვნებს;
  • წარმოდგენილი განაცხადები იქნება არასრულყოფილი ან დადგენილი მოთხოვნების შეუსაბამო;
  • დაგვიანებით ან ეტაპობრივად წარმოდგენილი განაცხადები არ განიხილება.

 

შერჩევის პროცედურა:

 

  • წარმოდგენილ სააპლიკაციო დოკუმენტებს განიხილავს კავკასიის უნივერსიტეტის საკონკურსო კომისია;
  • კომისიის მიერ  შერჩეულ კანდიდატებთან კომუნიკაცია და ინფორმაციის მიწოდება ვალადოლიდის უნივერსიტეტის სააპლიკაციო პროცედურების შესახებ;
  • შერჩეული კანდიდატების მიერ ვალადოლიდის უნივერსიტეტის სააპლიკაციო ფორმის შევსება 27 სექტემბრის ჩათვლით, 2025;
  • შევსებული სააპლიკაციო ფორმის შეფასება მიმღები უნივერსიტეტის მიერ;
  • სტუდენტების საბოლო შერჩევა ვალადოლიდის უნივერსიტეტის მიერ;

 


დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ კავკასიის უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტს, მეორე სართული, ოთახი B25, ან მოგვწერეთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე - ir@cu.edu.ge .