კავკასიის უნივერსიტეტი აცხადებს აკადემიური პერსონალისთვის Erasmus + ის გაცვლით პროგრამაში მონაწილეობისათვის განაცხადების მიღებას. მობილობის განხორციელება შესაძლებელია მხოლოდ 2022 წლის გაზაფხულის სემესტრში.
Erasmus + ის გაცვლითი პროგრამა აკადემიური პერსონალის საერთაშორისო მობილობისთვის ითვალისწინებს მგზავრობის ხარჯის დაფარვას და გასცემს სტიპენდიებს. სტიპენდიის ოდენობა განსაზღვრულია Erasmus+ის სახელმძღვანელოსა და მიმღები ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად. პარტნიორ უნივერსიტეტში სწავლების მიზნით, აკადემიური პერსონალის მობილობა არის ერთკვირიანი (მოიცავს 5 სამუშაო დღეს და სავალდებულო 8 სალექციო საათს).
განაცხადების წარმოდგენა შეუძლიათ:
- კავკასიის უნივერსიტეტის აკადემიურ პერსონალს
2022 გაზაფხულის სემესტში მობილობების განხორციელება შესაძლებელია შემდეგ უნივერსიტეტებსა და აკადემიურ მიმართულებებზე:
პარტნიორი უნივერსიტეტი |
ქვეყანა |
აკადემიური მიმართულებები |
სწავლების საფეხური |
ტალინის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი (Tallin University of Technology) |
ესტონეთი, ტალინი |
Law |
ბაკალავრიატი/ მაგისტრატურა |
სტამბულის ბილგის უნივერსიტეტი (Istanbul Bilgi University) |
თურქეთი, სტამბული |
Business Administration (BA), Economics (BA), International Relations (BA/MA) |
ბაკალავრიატი/ მაგისტრატურა |
ზაარლანდის უნივერსიტეტი (Saarland University) |
გერმანია, ზაარბრიუკენი |
Law |
მაგისტრატურა |
ტუშას უნივერსიტეტი (University of TUSCIA) |
იტალია, ტუშა |
Business Administration, Economics |
ბაკალავრიატი/ მაგისტრატურა |
გდანსკის უნივერსიტეტი (University of Gdansk) |
პოლონეთი, გდანსკი |
Economics |
ბაკალავრიატი |
პოლიტიკურ მეცნიერებათა და საჯარო მმართველობის ეროვნული უნივერსიტეტი (National University of Political Sciences and Public Administration ) |
რუმინეთი, ბუქარესტი |
Public Administration, Political Sciences, Management and Administration, Communication and Advertising, International Relations and European Studies |
ბაკალავრიატი |
შჩეჩინის უნივერსიტეტი (University of Szczecin)
|
პოლონეთი, შჩეჩინი |
Business Administration, Political Sciences, Tourism, Law, International Relations |
ბაკალავრიატი/ მაგისტრატურა |
ინჰოლანდის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტი (Inholland University of Applied Sciences) |
ჰოლანდია |
Business Administration, Tourism |
ბაკალავრიატი |
კრაკოვის ეკონომიკის უნივერსიტეტი (Cracow University of Economics) |
პოლონეთი, კრაკოვი |
Business Administration (Finance) |
ბაკალავრიატი/ მაგისტრატურა |
კაუნასის ტექნოლოგიების უნივერსიტეტი (Kaunas University of Technology) |
ლიეტუვა, კაუნასი |
Business Administration |
ბაკალავრიატი/ მაგისტრატურა |
ადამ მიცკევიჩის უნივერსიტეტი (Adam Mickiewicz University) |
პოლონეთი, პოზნანი |
Political Science |
ბაკალავრიატი/ მაგისტრატურა |
კონკურსში მონაწილეობის მისაღებად, დაინტერესებულმა აკადემიურმა პერსონალმა შემდეგი დოკუმენტები უნდა წარმოადგინოს ინგლისურ ენაზე:
- საერთაშორისო პასპორტის ასლი;
- შევსებული სააპლიკაციო ფორმა (იხ.დანართი #1)
- EUROPASS CV
- ესე, რომელიც უნდა ასახავდეს: კავკასიის უნივერსიტეტში მუშაობის გამოცდილებას; ინფორმაციას პროექტებისა და პროგრამების შესახებ, რომელშიც აპლიკანტს მონაწილეობა მიუღია კავკასიის უნივერსიტეტთან ერთად ან როგორც კავკასიის უნივერსიტეტის წარმომადგენელს;
- 1 სარეკომენდაციო წერილი ფაკულტეტიდან
არ განიხილება განაცხადები, რომლებიც:
- იქნება არასრულყოფილი ან დადგენილი მოთხოვნების შეუსაბამო;
- იქნება დაგვიანებით ან ეტაპობრივად წარმოდგენილი
კანდიდატებს განაცხადების წარმოდგენა შეუძლიათ ელექტრონული ფორმით 2022 წლის 1 აპრილის ჩათვლით შემდეგ მისამართზე: ir@cu.edu.ge .
კანდიდატმა ელ-ფოსტის სათაურში უნდა მიუთითოს შერჩეული უნივერსიტეტის დასახელება, რომელზეც აკეთებს განაცხადს. თითოეული დოკუმენტი უნდა იყოს შესაბამისად დასათაურებული.
შერჩევის პროცედურა:
- წარმოდგენილ სააპლიკაციო დოკუმენტებს განიხილავს კავკასიის უნივერსიტეტის საკონკურსო კომისია;
- შერჩეული კანდიდატების ნომინირება და დოკუმენტების მიწოდება მიმღები უნივერსიტეტისათვის;
- სალექციო კურსისა და მობილობის თარიღების შეთანხმება პარტნიორი უნივერსიტეტის რელევანტურ ფაკულტეტთან;
- აკადემიური პერსონალის საბოლო შერჩევა მიმღები უნივერსიტეტის ფაკულტეტის მიერ;
დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ კავკასიის უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობებისა და პროექტების დეპარტამენტს, მეორე სართული, ოთახი B25.
გისურვებთ წარმატებას!