Falling Walls Labs - DAAD - ის რეგიონული ოფისი თბილისში

22 აპრილი 2025

Falling Walls Labs არის გლობალური პლატფორმა ყველა დარგის სტუდენტებისა და ახალგაზრდა მეცნიერებისთვის, რომლის ფარგლებშიც, დაინტერესებულმა პირებმა უნდა წარადგინონ სამ-წუთიანი პრეზენტაცია საკუთარი კვლევებისა და ინოვაციების შესახებ.


ჟიურის მიერ შერჩეული გამარჯვებული მიიღებს შესაძლებლობას დაესწროს პროექტის დასკვნით საღამოს, რომელიც გაიმართება ბერლინში, 7 ნოემბერს.

 

რეგისტრაციის გასავლელად და პროგრამაზე დამატებითი ინფორმაციის გასაცნობად, გთხოვთ ეწვიეთ ბმულს.


რეგისტრაციის საბოლოო ვადა: 2 მაისი, 2025. მონაწილეობის მიღება არის უფასო.

 

  • სამუშაო ენა: ინგლისური
  • თარიღი: 31 მაისი, 2025.
  • ადგილი: საქართველოს ეროვნული მუზეუმი, თბილისი.

 

გისურვებთ წარმატებას!