გაცნობებთ, რომ Humber Polytechnic, კანადა, კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის აცხადებს მიღებას საზაფხულო პროგრამაზე, რომელიც გაიმართება ქალაქ ტორონტოში.
საზაფხულო პროგრამის ფარგლებში შემოთავაზებულია რამდენიმე ტიპის კურსი:
- საზაფხულო ბუთქემფი, 4-12 ივლისი, 2025;
- გლობალური საზაფხულო სკოლის აკადემიური კურსები, 11 ივლისი - 2 აგვისტო, 2025;
- საზაფხულო ბუთქემფი და აკადემიური კურსი, 4 ივლისი - 2 აგვისტო, 2025.
შემოთავაზებული კურსების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს. პროგრამაში მონაწილე სტუდენტმა უნდა შეარჩიოს სასურველი ერთი კურსი.
პროგრამის საფასური:
- საზაფხულო ბუთქემფის საფასური შეადგენს 750 აშშ დოლარს;
- საზაფხულო აკადემიურ კურსზე რეგისტრაციის საფასური შეადგენს 2,400 აშშ დოლარს;
- სურვილის შემთხვევაში მონაწილეებს შეუძლიათ ორივე პროგრამაზე რეგისტრაცია. დეტალური ინფორმაციის სანახავად გთხოვთ ეწვიოთ ბმულს.
პროგრამის საფასური მოიცავს:
- აეროპორტში დახვედრას;
- საცხოვრებლის ხარჯებს;
- ჯანმრთელობის დაზღვევას;
- საუზმეს და ლანჩს;
- კულტურულ და სოციალურ აქტოვობებს;
- პროგრამის აქტივობების ფარგლებში ტრანსპორტირებას.
დაინტერესებულმა სტუდენტებმა მონაწილეობა უნდა მიიღონ კავკასიის უნივერსიტეტის შიდა საუნივერსიტეტო შესარჩევ კონკურსში და შემდეგი დოკუმენტები უნდა წარმოადგინონ ინგლისურ ენაზე ელექტრონული ფორმით შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: ir@cu.edu.ge
- ნიშნების ფურცელი (მინიმალური კუმულაციური GPA- 3.0);
- აქტიური სტუდენტის სტატუსის დამადასტურებელი ცნობა;
- მოქმედი პასპორტის ასლი;
- ინგლისური ენის B2 დონის დამადასტურებელი ცნობა.
*აღნიშნული დოკუმენტების მისაღებად, გთხოვთ ეწვიოთ A2 ოთახს, პირველი სართული.
დოკუმენტების წარდგენის საბოლოო ვადაა - 31 მარტი, 2025.
დამატებითი შეკითხვების შემთხვევაში გთხოვთ დაუკავშირდეთ პროგრამის კოორდინატორებს მითითებულ მეილის მისამართებზე: ceefellowship@cleanairtaskforce.org, Rebecca.Fitzgerald@humber.ca
გისურვებთ წარმატებას!