გაცნობებთ, რომ ვენდეეს კათოლიკური ინსტიტუტი, საფრანგეთი (ICES) აცხადებს დაინტერესებულ კანდიდატთა მიღებას ინტენსიური ფრანგული ენის საზაფხულო აკადემიაში სასწავლებლად.
პროგრამა ტარდება ორ ფორმატში და კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის საფასური იქნება შემდეგი:
- 3 კვირიანი პროგრამა - 7 ივლისი - 25 ივლისი, 2025 - 995 ევრო;
- 4 კვირიანი პროგრამა -30 ივნისი - 25 ივლისი, 2025 –1295 ევრო
საფასური მოიცავს განთავსების ხარჯებს. გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ პროგრამის საფასურში არ შედის ფრენის ხარჯები.
დაინტერესებულმა სტუდენტებმა მონაწილეობა უნდა მიიღონ შიდა საუნივერსიტეტო შესარჩევ კონკურსში და შემდეგი დოკუმენტები ინგლისურ ენაზე უნდა წარმოადგინონ ელექტრონული ფორმით მოცემულ მისამართზე: ir@cu.edu.ge
- ნიშნების ფურცელი, მინიმალური კუმულაციური GPA- 3.0 (ოთახი A2);
- აქტიური სტუდენტის სტატუსის დამადასტურებელი ცნობა (ოთახი A2);
- მოქმედი პასპორტის ასლი;
- ინგლისური ენის B2 დონის დამადასტურებელი ცნობა (ოთახი A2).
რეგისტრაციის საბოლოო ვადა: 7 მაისი, 2025.
პროგრამის შესახებ ვრცლად ინფორმაციის მისაღებად გთხოვთ ეწვიოთ შემდეგ ბმულს.
დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ კავკასიის უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტს, მეორე სართული, ოთახი B25, ან მოგვწერეთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე- ir@cu.edu.ge.
გისურვებთ წარმატებას!