გაცნობებთ, რომ IESEG მენეჯმენტის სკოლა, საფრანგეთი, (IESEG School of Management, France) აცხადებს მიღებას 2025 წლის საზაფხულო სკოლაში მონაწილეობისთვის (7-31 ივლისი, 2025).
საზაფხულო პროგრამის ფარგლებში შემოთავაზებულია შემდეგი კურსები:
7-18 ივლისი, 2025
- ხელოვნური ინტელექტისა და მდგრადობის საზაფხულო კურსი;
- ციფრული მარკეტინგის საზაფხულო კურსი;
- მეწარმეობისა და ინოვაციის საზაფხულო კურსი;
- მოდის ბიზნესი;
7- 31 ივლისი, 2025
- საერთაშორისო საზაფხულო აკადემია.
თითოეული კურსის დასრულების შემდეგ მონაწილეებს გადაეცემათ ოფიციალური ნიშნების ფურცელი (6 - 8 კრედიტი/კურსი).
2 კვირიანი პროგრამის საფასური კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის შეადგენს 2,655 ევროს, ხოლო 4 კვირიანი პროგრამის საფასური შეადგენს - 3,285 ევროს.
საფასური მოიცავს საცხოვრებლის ხარჯებსაც. მოცემული საფასურით სარგებლობისთვის, გთხოვთ აპლიკაციის შევსებისას უნივერსიტეტის ველში მიუთითეთ კავკასიის უნივერსიტი.
აპლიკაციის შესავსებად საჭირო დოკუმენტები:
- შევსებული ონლაინ აპლიკაცია:
- პასპორტის ასლი;
- რეზიუმე;
- ნიშნების ფურცელი;
- ინგლისური ენის დამადასტურებელი ცნობა;
*აღნიშნული დოკუმენტების მისაღებად, გთხოვთ ეწვიოთ A2 ოთახს, პირველი სართული.
რეგისტრაციის საბოლოო ვადა: 15 აპრილი, 2025.
დეტალური ინფორმაციის მისაღებად გთხოვთ ეწვიოთ ბმულს ან იხილოთ თანდართული ბროშურა.
დამატებითი კითხვების შემთხვევაში გთხოვთ მიმართოთ პროგრამის ორგანიზატორებს შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე: short-term-programs@ieseg.fr
გთხოვთ, გაითვალისწინეთ რომ კრედიტების აღიარება მოხდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დადგინდება პროგრამული შესაბამისობა ობერლინის საზაფხულო პროგრამის ფარგლებში შემოთავაზებულ კურსებსა და კავკასიის უნივერსიტეტში არსებულ საგნებს შორის.
პროგრამაში შერჩევის შემთხვევაში გთხოვთ, პროგრამული შესაბამისობის ნაწილი გამგზავრებამდე გაიარეთ სკოლის ადმინისტრაციასთან და ასევე პროგრამაში მონაწილეობის შესახებ მეილით აცნობეთ საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტს- ir@cu.edu.ge .
გისურვებთ წარმატებას!