ტიმისოარას დასავლეთის უნივერსიტეტის, ეკონომიკისა და ბიზნესის ადმინისტრირების ფაკულტეტი, რუმინეთი, აღმოსავლეთ ევროპის ეკონომიკისა და ბიზნესის კვლევის ცენტრთან (ECREB) თანამშრომლობით, დაინტერესებულ პირებს იწვევს მონაწილეობის მისაღებად ყოველწლიურ საერთაშორისო კონფერენციაზე. შეხვედრები გაიმართება ქალაქ ტიმისოარაში 22-24 მაისს, 2025.
კონფერენციის მთავარი თემა: “მიმდინარე ეკონომიკური ტენდენციები განვითარებად და განვითარებულ ქვეყნებში”.
პროგრამაში მონაწილეობა შეუძლიათ დოქტორანტურის სტუდენტებს, მკვლევარებს და აკადემიკოსებს, რომლებიც წარადგენენ მინიმუმ 2 გვერდიან აბსტრაქტს ინგლისურ ენაზე, ჩამოთვლილი თემებიდან ერთ-ერთზე:
- ბუღალტერია და აუდიტი;
- ბიზნეს კომუნიკაცია;
- ბიზნესის საინფორმაციო სისტემები;
- ეკონომიკა;
- ფინანსები;
- საერთაშორისო ბიზნესი და ეკონომიკა;
- მენეჯმენტი;
- მარკეტინგი;
- ტურიზმი.
მონაწილეობის საფასური: 150 ევრო. პროგრამის საფასური მოიცავს კონფერენციაზე დასწრებას, საკონფერენციო ჩანთას და მასალებს, ყავის შესვენებებს და გალა ვახშამს. დოქტორანტურის სტუდენტებისთვის საფასური შეადგენს 75 ევროს. გთხოვთ, გაითვალისწინეთ რომ ყველა საჭირო ხარჯს ფარავს თავად მონაწილე.
დაინტერესებულმა პირებმა უნდა გაიარონ რეგისტრაცია მითითებულ ბმულზე. რეგისტრაციის საბოლოო ვადა: 15 აპრილი, 2025.
შეკითხვების შემთხვევაში გთხოვთ ეწვიოთ მითითებულ ბმულს ან დაუკავშირდეთ კონფერენციის საკონტაქტო პირს შემდეგ მეილის მისამართზე: office@ecreb.ro