საერთაშორისო კონფერენცია - NARDIV 2025

27 მარტი 2025

გაცნობებთ, რომ პროექტ Horizon Europe NARDIV ფარგლებში, 2025 წლის 27-29 ნოემბერს გაიმართება საერთაშორისო კონფერენცია ახლო აღმოსავლეთ და დასავლეთ ევროპას შორის არსებული პოლიტიკური გამოწვევების შესახებ ქალაქ ბუქარესტში, რუმინეთი.

 

კონფერენციის მთავარი თემაა, 1989-1991 წლების ისტორიული შემობრუნება, რომელიც მიჩნეულია ევროპაში კულტურული ურთიერთობების ევოლუციის საკვანძო მომენტად.

 

კონფერენცია გაიმართება ინგლისურ, ფრანგულ და გერმანულ ენებზე. მონაწილეებს აქვთ შესაძლებლობა, წარადგინონ აბსტრაქტი და მიიღონ დისკუსიაში მონაწილეობა. შემოთავასებული თემების შესახებ დეტალური ჩამონათვალის სანახავად გთხოვთ ეწვიოთ მითითებულ ბმულს

 

დაინტერესებულმა კანდიდატებმა უნდა წარადგინონ შემდეგი დოკუმენტები მითითებულ მეილის მისამართზე: n.colin@uva.nl 

 

  • აბსტრაქტი - მაქსიმუმ 300 სიტყვა;
  • მოკლე ბიოგრაფია. 

 

კონფერენციაში მონაწილეობა არის უფასო. პროგრამა ფარავს განთავსების ხარჯებს, ასევე იფარება მგზავრობის ხარჯები სრულად ან ნაწილობრივ. 

 

რეგისტრაციის საბოლოო ვადა: 15 მაისი, 2025.

 

დამატებითი შეკითხვების შემთხვევაში, გთხოვთ მიმართოთ საკონტაქტო პირს მითითებულ მეილის მისამართზე: horatiu.decuble@lls.unibuc.ro 

 

დეტალური ინფორმაციის სანახავად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს.

 

გისურვებთ წარმატებას!