საერთაშორისო საზაფხულო სკოლა 2025 - საფრანგეთი

4 მარტი 2025

ნორმანდიის ბიზნესის სკოლა, საფრანგეთი (EM NORMANDIE Business School, France), გიწვევთ საერთაშორისო საზაფხულო სკოლაში მონაწილეობის მისაღებად. პროგრამის ფარგლებში მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ გაიარონ სასწავლო კურსები ლე ჰავრში, პარიზში ან თითო კურსი ორივე ქალაქში.

 

პროგრამის ფარგლებში შესაძლებელია კრედიტების აღიარება და გაიცემა მონაწილეობის დამადასტურებელი სერთიფიკატი.

 

კურსი ლე ჰავრში - 27 ივნისი - 10 ივლისი, 2025 (შეგიძლიათ აირჩიოთ ქვემოთ ჩამოთვლილი კურსებიდან ერთ-ერთი):

 

  • Doing business in a changing world
  • Entrepreneurship in a digital and a sustainable world
  • Sports & social media: building fan engagement
  • Venturing for social good – ideation expedition
  • Introduction to data analysis using Python and ChatGPT
  • Brand and product development in luxury
  • French as a foreign language – beginner level

 

საფასური: 30 აპრილამდე რეგისტრაციის შემთხვევაში 790€, ხოლო შემდგომ- 990€.

 

კურსი პარიზში - 11 – 24 ივლისი, 2025 (შეგიძლიათ აირჩიოთ ქვემოთ ჩამოთვლილი კურსებიდან ერთ-ერთი)

 

  • Global business dynamics and challenges in Europe
  • Leadership & becoming
  • Creation in luxury universes
  • Entertainment marketing
  • Project Management in the digital era
  • French as a foreign language – beginner level

 

საფასური: 30 აპრილამდე რეგისტრაციის შემთხვევაში 790€, ხოლო შემდგომ- 990€.

 

დაინტერესებულ პირებს, ასევე აქვთ შესაძლებლობა გაიარონ თითო კურსი ორივე ქალაქში.

 

ორ კურსზე რეგისტრაციის საფასური: 30 აპრილამდე რეგისტრაციის შემთხვევაში 1450€, ხოლო შემდგომ 1820€. პროგრამის ფარგლებში ყველა საჭირო ხარჯს ფარავს მონაწილე.

 

პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად დაგჭირდებათ რომ წარადგინოთ ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატი (B2 (CEFR),TOEFL IBT 72, IELTS 5.0, TOEIC 750).

 

დაინტერესებულმა პირებმა უნდა გაიარონ რეგისტრაცია მითითებულ ბმულზე. დამატებითი შეკითხვების შემთხვევაში შეგიძლიათ დაუკავშირდეთ საკონტაქტო პირს შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: short-term@em-normandie.fr


პროგრამის ფარგლებში შესაძლებელია კრედიტების აღიარება. გთხოვთ, გაითვალისწინეთ რომ კრედიტების აღიარება მოხდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დადგინდება პროგრამული შესაბამისობა შემოთავაზებულ კურსებსა და კავკასიის უნივერსიტეტში არსებულ საგნებს შორის. პროგრამაში შერჩევის შემთხვევაში გთხოვთ, პროგრამული შესაბამისობის ნაწილი გამგზავრებამდე გაიარეთ სკოლის ადმინისტრაციასთან.

 

გისურვებთ წარმატებას!