ნორმანდიის ბიზნესის სკოლა, საფრანგეთი (EM NORMANDIE Business School, France), გიწვევთ საერთაშორისო ზამთრის სკოლაში მონაწილეობის მისაღებად. პროგრამის ფარგლებში მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ გაიარონ სასწავლო კურსი ქალაქ კაენში, 2- 13 თებერვალი, 2026.
პროგრამის ფარგლებში შესაძლებელია კრედიტების აღიარება და გაიცემა მონაწილეობის დამადასტურებელი სერთიფიკატი. მონაწილეობა შეუძლიათ საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების სტუდენტებს.
შემოთავაზებული კურსები (შეგიძლიათ აირჩიოთ ქვემოთ ჩამოთვლილი კურსებიდან მხოლოდ ერთი):
- New product Development in luxury
- Strategies of multinational enterprises
- Managing global supply chains in the VUCA context
- Project management in the age of digital disruption
- From Blockbusters to Superstars: Entertainment Marketing Today
საფასური: კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის 2025 წლის 30 ნოემბრამდე რეგისტრაციის შემთხვევაში 800€, ხოლო შემდგომ - 1000€.
დაინტერესებულმა მონაწილეებმა უნდა შეავსონ ონლაინ სარეგისტრაციო ფორმა მოცემულ ბმულზე. რეგისტრაციის საბოლოო ვადა 2026 წლის 5 იანვარი. გთხოვთ, გაითვალისწინეთ პროგრამის ფარგლებში ყველა საჭირო ხარჯს ფარავს მონაწილე.
საფასური მოიცავს:
- 1 კურსი (6 ECTS);
- ნიშნების ფურცელი;
- ქალაქის ტური;
- ორი ექსკურსია;
- სოციალური ღონისძიებები;
- ადმინისტრაციული მოსაკრებელი
პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად დაგჭირდებათ რომ წარადგინოთ ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატი (B2 დონე).
პროგრამის ფარგლებში შესაძლებელია კრედიტების აღიარება. გთხოვთ, გაითვალისწინეთ რომ კრედიტების აღიარება მოხდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დადგინდება პროგრამული შესაბამისობა შემოთავაზებულ კურსებსა და კავკასიის უნივერსიტეტში არსებულ საგნებს შორის. პროგრამაში შერჩევის შემთხვევაში გთხოვთ, პროგრამული შესაბამისობის ნაწილი გამგზავრებამდე გაიარეთ სკოლის ადმინისტრაციასთან. გამგზავრებამდე პროგრამაში მონაწილეობის შესახებ მეილით აცნობეთ საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტს- ir@cu.edu.ge
დამატებითი ინფორმაციისთვის გთხოვთ ეწვიოთ ბმულს ან მიმართოთ პროგრამის კოორდინატორებს მოცემულ მეილზე: short-term@em-normandie.fr
გისურვებთ წარმატებას!