კონკურსი ლიეტუვური ენისა და კულტურის საზაფხულო პროგრამაში მონაწილეობისთვის

1 აპრილი 2025

გაცნობებთ, ლიეტუვის სწავლებისა და უცხო ენების ცენტრი, ლიეტუვა, სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალისთვის აცხადებს კონკურსს ლიეტუვური ენისა და კულტურის საზაფხულო პროგრამაში მონაწილეობისთვის. კურსი ჩატარდება 4 ივლისიდან 2 აგვისტომდე, ქალაქ კლაიპედაში რომელიც მოიცავს ონლაინ შეხვედრებს და ასევე ფიზიკურ სამუშაო შეხვედრებს. პროგრამაში მონაწილე უნივერსიტეტების დეტალური ჩამონათვალის სანახავად, გთხოვთ ეწვიოთ ბმულს.

 

პროგრამის ფარგლებში შესაძლებელია სტიპენდიის მოპოვება, 910 ევროს ოდენობით, ხოლო პროგრამის ღირებულება სტიპენდიის ფარგლებში მთლიანად დაფინანსდება. დაფინანსება გაიცემა მხოლოდ ფიზიკური მობილობის შემთხვევაში. გთხოვთ, გაითვალისწინეთ რომ დანარჩენ საჭირო ხარჯებს მონაწილე ფარავს თავად.

 

პროგრამაში მონაწილეობისთვის მისაღებად კანდიდატი უნდა იყოს უცხო ქვეყნის უმაღლესი საგანმანათლებლო და კვლევითი დაწესებულების სტუდენტი, ლექტორი ან მკვლევარი და წარადგინონ შემდეგი დოკუმენტები, ინგლისურ ან ლიეტუვურ ენაზე:

 

  • პასპორტის ასლი;
  • სარეკომენდაციო წერილი;
  • ოფიციალური წერილი კანდიდატის უმაღლესი საგანმანათლებლო და კვლევითი დაწესებულებიდან სტუდენტის, ლექტორის ან მკვლევარის სტატუსის დასტურის შესახებ;
  • სამოტივაციო წერილი;
  • ლიტვური ენის ცოდნის დამადასტურებელი დოკუმენტი (თუ აპლიკანტი შეისწავლის მას).

 

დაინტერესებულმა კანდიდატებმა უნდა შეავსონ ონლაინ სააპლიკაციო ფორმა. გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ სასტიპენდიო კონკურსში მონაწილეობის მისაღებად განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2025 წლის 18 აპრილი.

 

პროგრამისა და სტიპენდიის შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ მოცემულ ბმულს, ან დაუკავშირდით პროგრამის კოორდინატორს მოცემული ელექტრონული ფოსტის მისამართზე: lukc.shmf@ku.lt 

 

გისურვებთ წარმატებას!