ლიეტუვის სასტიპენდიო პროგრამა - 2025/2026

11 აპრილი 2025

ლიეტუვის განათლების, მეცნიერებისა და სპორტის სამინისტროსთან არსებული საგანმანათლებლო გაცვლითი პროგრამების ხელშემწყობი ფონდი აცხადებს აპლიკაციების მიღებას მოკლევადიან (ერთი ან ორი სემესტრი) სასწავლო სასტიპენდიო პროგრამაზე. მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ბაკალავრიატის მაგისტრატურისა და დოქტურანტურის საფეხურის სტუდენტებს.

 

რეგისტრაციის გასავლელად აპლიკანტმა უნდა შეავსოს ონლაინ სარეგისტრაციო ფორმა და ატვირთოს შემდეგი დოკუმენტები:

 

  • მოწვევის წერილი შერჩეული უნივერსიტეტიდან (შემოთავაზებული უნივერსიტეტებისა და მათი საკონტაქტო დეტალების შესახებ ინფორმაციის მისაღებად გთხოვთ ეწვიოთ ბმულს)
  • პირობითი შეთანხმება სამივე მხარის მიერ ხელმოწერილი;
  • სარეკომენდაციო წერილი;
  • სამოტივაციო წერილი;
  • ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატი.

 

თვიური ფინანსური ანაზღაურება:

 

  • ბაკალავრიატი/მაგისტრატურის სტუდენტებისთვის: 560€
  • დოქტორანტურის სტუდენტებისთვის: 1120€

 

გთხოვთ, გაითვალისწინეთ რომ განთავსებისა და ფრენის ხარჯებს აპლიკანტი ფარავს თავად.
რეგისტრაციის საბოლოო ვადა: 6 მაისი, 2025.

 

დეტალური ინფორმაციის მისაღებად გთხოვთ ეწვიოთ ბმულს.

 

დამატებითი კითხვების შემთხვევაში, გთხოვთ დაუკავშირდეთ ორგანიზატორებს შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: state.scholarships@smpf.lt