ლონდონის კინგსის კოლეჯის სასტიპენდიო კონკურსი სამაგისტრო პროგრამებისთვის 2022-2023

27 ივნისი 2022

 

კინგსის კოლეჯი, ლონდონი, (King’s College, London) აცხადებს სასტიპენდიო კონკურსს სტრატეგიული კომუნიკაციების ერთწლიანი სამაგისტრო პროგრამებისთვის 2022-2023 სასწავლო წლისთვის.

 

შემოთავაზებული პროგრამებია:

  1. Postgraduate Diploma (120 კრედიტი)
  • მოკლე შესავალი სტრატეგიულ კომუნიკაციებში;
  • 20 კვირიანი სტრატეგიული კომუნიკაციების თეორიისა და პრაქტიკის კურსისემინარები;
  • 20 კვირიანი გამოყენებითი სტრატეგიული კომუნიკაციების კურსი;
  • აუდიტორიის და მოსახლეობის ქცევის და გავლენის კურსი;
  • პოლიტიკური მარკეტინგი ციფრულ ეპოქაში;
  • კურსი სიტყვის თავისუფლების შესახებ; არასამთავრობო ორგანიზაციის მართვა; თანასწორობა, მრავალფეროვნება და ინკლუზია.

 

  1. Postgraduate Certificate  (60 კრედიტი)
  • შესავალი სტრატეგიულ კომუნიკაციებში;
  • სტრატეგიული კომუნიკაციების თეორია და პრაქტიკა;
  • 2 კვირიანი კურსი: აუდიტორიის და მოსახლეობის ქცევისა და გავლენის შესწავლა ან პოლიტიკური მარკეტინგი ციფრულ ეპოქაში;
  • კურსი სიტყვის თავისუფლების შესახებ; არასამთავრობო ორგანიზაციის მართვა; თანასწორობა, მრავალფეროვნება და ინკლუზია.

 

კონკურსში მონაწილეობისთვის, კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:

  1. კანდიდატიუნდა ფლობდეს ბაკალავრის დიპლომს;
  2. კანდიდატსუნდა ჰქონდეს გამოკვეთილი ინტერესი სტრატეგიული კომუნიკაციების/პოლიტიკური კომუნიკაციების მიმართ;
  3. კანდიდატი აქტიურად უნდა იყოს ჩართულიარასამათავრობო ორგანიზაციების და/ან მასობრივი ინფორმაციის საშუალებების კამპანიებში/მენეჯმენტში;
  4. კანდიდატიუნდა ფლობდეს ინგლისურ ენას მაღალ დონეზე

დაინტერესებულმა კანდიდატებმაონლაინ სააპლიკაციო პლატფორმაზე, უნდა ატვირთონ შემდეგი დოკუმენტები:

  1. ნიშნების ფურცელი (ყველა განვლილი სემესტრის);
  2. დიპლომის ასლი;
  3. სამოტივაციო წერილი;
  4. CV;
  5. რეკომენდატორის საკონტაქტო ინფორმაცია (სასურველია, რეკომენდატორი იყოს აკადემიური სფეროს წარმომადგენელი).

 

ყველა წარსადგენი დოკუმენტი უნდა იყოს ინგლისურ ენაზედოკუმენტების წარდგენის ბოლო ვადაა 2022 წლის 8 ივლისი.

სტიპენდია ფარავს როგორც პროგრამის საფასურს, ასევე პროგრამის ფარგლებში კონკრეტული კურსებისთვის მგზავრობისა და საცხოვრებლის ხარჯებს.

კონკურსის შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად, გთხოვთ ეწვიოთ ბმულს.