ლუქსემბურგის ბიზნესის სკოლა - საზაფხულო პროგრამა 2025

11 იანვარი

ლუქსემბურგის ბიზნესის სკოლა, ლუქსემბურგი, დაინტერესებულ პირებს იწვევს 2025 წლის საზაფხულო სკოლაში მონაწილეობის მისაღებად, რომელიც გაიმართება შემდეგ თარიღებში: 30 ივნისი - 11 ივლისი, 2025. 

 

პროგრამა მოიცავს ბიზნესის სფეროს სასწავლო კურსებს, კომპანიებში ვიზიტებს, ქალაქის ტურს და კულტურულ აქტივობებს. 

 

პროგრამის საფასური კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის შეადგენს 800 ევროს, რომელიც ფარავს აკადემიური და კულტურული აქტივობების ხარჯებს, ასევე მოიცავს კვებასაც. 

 

გთხოვთ, გაითვალისწინეთ რომ დანარჩენ ხარჯებს (განთავსება, მგზავრობა და სხვ.) მონაწილე ფარავს თავად. 

 

დაინტერესებულმა სტუდენტებმა მონაწილეობა უნდა მიიღონ შიდა საუნივერსიტეტო შესარჩევ კონკურსში და შემდეგი დოკუმენტები ინგლისურ ენაზე უნდა წარმოადგინონ ელექტრონული ფორმით მოცემულ მისამართზე: ir@cu.edu.ge 

 

  • ნიშნების ფურცელი, მინიმალური კუმულაციური GPA- 3.0 (ოთახი A2);  
  • აქტიური სტუდენტის სტატუსის დამადასტურებელი ცნობა (ოთახი A2); 
  • მოქმედი პასპორტის ასლი;
  • ინგლისური ენის B2 დონის დამადასტურებელი ცნობა (ოთახი A2).

 

აღნიშნული დოკუმენტების მისაღებად, გთხოვთ ეწვიოთ A2 ოთახს, პირველი სართული.

დოკუმენტების წარდგენის საბოლოო ვადაა - 23 მაისი, 2025.

 

დამატებითი ინფორმაციის სანახავად გთხოვთ ეწვიოთ მითითებულ ბმულს

 

გისურვებთ წარმატებას!