მონპელიეს ბიზნესის სკოლის სტიპენდია

7 მარტი 2025

გაცნობებთ, რომ მონპელიეს ბიზნესის სკოლა (Montpellier School of Business), საფრანგეთი,  აცხადებს აპლიკაციების მიღებას სასტიპენდიო პროგრამაზე “International Excellence Scholarship”.

 

სტიპენდია მიემართება ბაკალავრიატის დამამთავრებელი კურსის სტუდენტებს, ბიზნესისა და მომიჯნავე სპეციალობებს.  სტიპენდიის ფარგლებში სტუდენტებს აქვთ შესაძლებლობა განაგრძონ სწავლა მონპელიეს ბიზნესის სკოლაში, რომელსაც მინიჭებული აქვს სამმაგი აკრედიტაცია (AACSB, AMBA და EQUIS). 

 

სტიპენდია სრულად ფარავს როგორც საბაკალავრო საფეხურის ბოლო სასწავლო წლის საფასურს, ასევე ცხოვრების ხარჯებს. სტიპენდიის რაოდენობა შეადგენს 20,500 ევროს.


დაინტერესებული კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ კრიტერიუმებს:

 

  • უნდა ჰქონდეთ მინიმუმ 120 ECTS კრედიტი დაფარული უნივერსიტეტში ბაკალავრის საფეხურზე;
  • ფრანგული ენის ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატი (A2 დონე);
  • ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატი (IELTS 6.0, TOEFL 80, ან TOEIC 785)
  • უნდა იყოს არაუმეტეს 23 წლის;
  • არ უნდა ჰქონდეს ბაკალავრის ან მაგისტრატურის ხარისხი;

 

*გთხოვთ გაითვალისწინეთ, რომ შერჩევა ეფუძნება აკადემიურ მოსწრებას, ფინანსურ საჭიროებებს და პირად/პროფესიულ მიზნებს.

 

დაინტერესებულმა კანდიდატებმა განაცხადი უნდა შეავსონ მითითებულ ბმულზე და შევსებული აპლიკაცია გადააგზავნონ შემდეგ მეილის მისამართზე: s.gosselin@mbs-education.com.

 

აპლიკაციის შევსების საბოლოო ვადა: 11 აპრილი, 2025

 

სტიპენდიის შესახებ დეტალური ინფორმაციის სანახავად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს.

 

გისურვებთ წარმატებას!