TBS ზამთრის სკოლა, საფრანგეთი, აცხადებს აპლიკაციების მიღებას მოკლევადიან ზამთრის პროგრამაზე რომელიც გაიმართება, პარიზისა და ტულუზას კამპუსებში, 5-23 იანვარი, 2026.
სტუდენტებს შეუძლიათ აირჩიონ ერთი ან რამდენიმე კურსი ორივე კამპუსში (პარიზი და/ან ტულუზა)
შემოთავაზებული კურსები, პარიზის კამპუსი:
- ლუქს ბრენდების მართვა
- კულტურათაშორისი ციფრული კომუნიკაცია
- კრეატიული ინტელექტი: ინოვაციის ინსტრუმენტები
- ხელოვნური ინტელექტი: თეორიიდან პრაქტიკაში
- გლობალური მიწოდების ჯაჭვების მართვა
შემოთავაზებული კურსები, ტულუზის კამპუსი:
- ეთიკური მეწარმეობა: იდეიდან ზემოქმედებამდე
- საერთაშორისო მარკეტინგი და ციფრული ტრენდები
- AI-ზე დაფუძნებული ბიზნეს ინოვაციები
- კულტურული კომუნიკაციის სტრატეგიები
პროგრამის საფასური:
სრული ზამთრის სკოლის პროგრამა: :4410€
მხოლოდ პარიზი: 2740€
მხოლოდ ტულუზა: 2100€
პროგრამის საფასური მოიცავს:
- კურსების საფასურს
- საცხოვრებელი პარიზსა და/ან ტულუზაში
- შიდა ტრანსპორტი (აეროპორტში შეხვედრა/გაცილება არ შედის)
- ფრანგული კულტურის გასაცნობად ორგანიზებული აქტივობები
- ფრანგულ კომპანიებში ვიზიტები და შეხვედრები
- მოგზაურობა პარიზიდან ტულუზისკენ (მთლიან პროგრამაში მონაწილე სტუდენტებისთვის)
- პროგრამის სერტიფიკატი
- ნიშნების ფურცელი
პროგრამის ფარგლებში შესაძლებელია ECTS კრედიტების აღიარება. გთხოვთ, გაითვალისწინეთ რომ კრედიტების აღიარება მოხდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დადგინდება პროგრამული შესაბამისობა შემოთავაზებულ კურსებსა და კავკასიის უნივერსიტეტში არსებულ საგნებს შორის. პროგრამაში შერჩევის შემთხვევაში გთხოვთ, პროგრამული შესაბამისობის ნაწილი გამგზავრებამდე გაიარეთ სკოლის ადმინისტრაციასთან.
დამატებითი ინფორმაციისათვის გთხოვთ, ეწვიეთ მითითებულ ბმულს.
გთხოვთ, შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა მითითებულ ბმულზე. დოკუმენტების გაგზავნის ბოლო ვადა: 5 დეკემბერი, 2025.
გისურვებთ წარმატებას!
