VIRTUALLYEDU - ვირტუალური მობილობა და ციფრული განათლება

23 სექტემბერი 2025

გაცნობებთ, რომ კავკასიის უნივერსიტეტი, საქართველოს, სომხეთის და შვედეთის  უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებთან და ახალგაზრდულ ორგანიზაციებთან ერთად, აცხადებს მიღებას ონლაინ საგანმანათლებლო პროგრამაში მონაწილეობისათვის - “VIRTUALLYEDU - ვირტუალური მობილობა და ციფრული განათლება”.


ვირტუალური მობილობის მიზანია მონაწილეებმა განივითარონ ცოდნა კიბერუსაფრთხოების და ციფრული ტექნოლოგიების მიმართულებით, აგრეთვე მონაწილეობა მიიღონ ციფრულ ჰაკათონში. 

 

  • პროგრამის განხორციელების მეთოდი: ვირტუალური მობილობა, პლატფორმა ზუმის მეშვეობით;
  • პროგრამის ხანგრძლივობა: 70 საათი ( 30 ონლაინ სალექციო საათი, ხოლო 40 დამოუკიდებელი საათი);
  • პროგრამის ვადები: ვირტუალური მობილობა გულისხმობს, სემესტრულად მოკლევადიანი ინტენსიური პროგრამების შეთავაზებას დაინტერესებული პირებისთვის, რომელიც მიმდინარე სემესტრში 30 სექტემბრიდან, 2025 დაიწყება;
  • პროგრამაში მონაწილეობის კრიტერიუმი: პროგრამაში მონაწილეობა შეუძლია სტუდენტის სტატუსის მქონე ნებისმიერ დაინტერესებულ პირს.

 

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ შეავსოთ სარეგისტრაციო ბმული ან/და დაუკავშირდეთ პროგრამის კოორდინატორს შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: yuliia.kozhukivska@folkuniversitetet.se   

 

“VIRTUALLYEDU - ვირტუალური მობილობა და ციფრული განათლება”, ერაზმუს+ ის დაფინანსებული ინსტიტუციური განვითარების პროექტია, რომელიც მიზნად ისახავს ევროპისა და აღმოსავლეთ სამეზობლო რეგიონების ახალგაზრდების დაკავშირებას უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების სტუდენტებთან, ფაკულტეტის წევრებთან და აკადემიურ პერსონალთან, რაც ხელს შეუწყობს ციფრული უნარების განვითარებას, დასაქმების ხელშეწყობას და ახალგაზრდული ქსელის გაძლიერებას ევროკავშირსა და აღმოსავლეთ სამეზობლო ქვეყნებს შორის.

 

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად შეგიძლიათ ეწვიოთ VIRTUALLYEDU- ის სოციალურ ქსელს და თვალი ადევნოთ სიახლეებს:

 

https://t.me/virtuallyedu

https://www.instagram.com/virtually_edu_project/

https://www.facebook.com/profile.php?id=61557702715350&ref=_xav_ig_profile_page_web


გისურვებთ წარმატებას!