გაცნობებთ, რომ ობერლინის უნივერსიტეტი, ტოკიო, იაპონია, (J. F. Oberlin University, Tokyo) აცხადებს მიღებას 2026 წლის 2 კვირიან ზამთრის სესიებში მონაწილეობისთვის.
სესია 1: 3 იანვარი - 17 იანვარი;
სესია 2: 17 იანვარი - 31 იანვარი.
თითოეული კურსის დასრულების შემდეგ მონაწილეებს გადაეცემათ ოფიციალური ნიშნების ფურცელი (4 კრედიტი/კურსი).
პროგრამაში მონაწილეობის საფასური:
- 1 სესიაზე დასწრების შემთხვევაში: JPY 220,000
- 2 სესიაზე დასწრების შემთხვევაში: JPY 360,000
*პარტიორი უნივერსიტეტებისთვის JPY20,000 ფასდაკლება თითო სესიაზე (ფასდაკლების მისაღებად, გთხოვთ აპლიკაციის შევსებისას უნივერსიტეტის ველში მიუთითეთ კავკასიის უნივერსიტი).
დაინტერესებულ პირებს აპლიკაციის შესავსებად დასჭირდებათ შემდეგი დოკუმენტები:
- 1 ფოტოსურათი;
- პასპორტის ასლი;
- ნიშნების ფურცელი.
დეტალური ინფორმაციის მისაღებად და რეგისტრაციის გასავლელად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს. განაცხადის წარდგენის საბოლოო ვადა: 25 ოქტომბერი, 2025.
დამატებითი შეკითხვების შემთხვევაში გთხოვთ დაუკავშირდით ობერლინის უნივერსიტეტის წარმომადგენელს შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: inbound@obirin.ac.jp
გთხოვთ, გაითვალისწინეთ რომ კრედიტების აღიარება მოხდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დადგინდება პროგრამული შესაბამისობა ობერლინის პროგრამის ფარგლებში შემოთავაზებულ კურსებსა და კავკასიის უნივერსიტეტში არსებულ საგნებს შორის.
პროგრამაში შერჩევის შემთხვევაში გთხოვთ, პროგრამული შესაბამისობის ნაწილი გამგზავრებამდე გაიარეთ სკოლის ადმინისტრაციასთან და ასევე პროგრამაში მონაწილეობის შესახებ მეილით აცნობეთ საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტს- ir@cu.edu.ge.
გისურვებთ წარმატებას!