აჯმანის უნივერსიტეტი, არაბთა გაერთიანებული საამიროები (Ajman University, UAE) აცხადებს მიღებას პროგრამაში „ზამთრის სასწავლო ვიზიტი 2026“ (Winter Study Tour 2026) მონაწილეობის მისაღებად.
პროგრამის ძირითადი თემა: “ხელოვნური ინტელექტი”.
სასწავლო ტურის ფარგლებში დაგეგმილია სესიები მოცემულ თარიღებში:
- 2026 წლის 11-17 იანვარი;
- 2026 წლის 25-31 იანვარი.
პროგრამის საფასური შეადგენს 899 აშშ დოლარს. 2025 წლის 17 ოქტომბრამდე რეგისტრაციის შემთხვევაში, სტუდენტები ისარგებლებენ ფასდაკლებით. (850 აშშ დოლარი მონაწილეზე).
საფასური მოიცავს განთავსების, აეროპორტში დახვედრის, შიდა ტრანსპორტირებისა და კომპანიებში ვიზიტების ხარჯებს. გთხოვთ, გაითვალისწინეთ რომ საფასური არ მოიცავს ფრენის ხარჯებს.
რეგისტრაციის საბოლო ვადა: 26 დეკემბერი, 2025
პროგრამის შესახებ დამატებითი ინფორმაციისა და რეგისტრაციის გასავლელად, გთხოვთ ეწვიეთ მოცემულ ბმულს.
დამატებითი შეკითხვების შემთხვევაში, გთხოვთ მიმართეთ პროგრამის ორგანიზატორებს შემდეგ საკონტაქტო მეილზე: international@ajman.ac.ae
გისურვებთ წარმატებას!