საინფორმაციო შეხვედრა - ბიზნესის ადმინისტრირების ერთობლივი საბაკალავრო პროგრამა

25 მაისი 2022

24 მაისს, კავკასიის უნივერსიტეტში, აბიტურიენტებისთვის და პროგრამით დაინტერესებული ყველა პირისთვის პრეზენტაცია გაიმართა პირველი 3 წლიანი ერთობლივი ბიზნესის ადმინისტრირების საბაკალავრო პროგრამის შესახებ, რომელსაც კავკასიის უნივერსიტეტი რენის ბიზნესის სკოლასთან ერთად ახორციელებს.

 

პრეზენტაციის დაწყებამდე, დამსწრე აუდიტორიას კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტი, კახა შენგელია,  სიტყვით მიესალმა.

 

შეხვედრას წარუძღვნენ: ბენ შაუმეტი - რენის ბიზნესის სკოლის დეკანის უფროსი მრჩეველი, სტეფანია ჰიუმეტი - რენის ბიზნესის სკოლის საერთაშორისო განვითარების დირექტორი და ელენე ჯღარკავა - კავკასიის ბიზნესის სკოლის დეკანი.  

 

ღონისძიებაზე აბიტურიენტებმა მიიღეს დეტალურ ინფორმაცია საბაკალავრო პროგრამის, იმ უამრავი სიახლის თუ შესაძლებლობის შესახებ, რასაც რენის უნივერსიტეტში სწავლა და ცხოვრება გულისხმობს. ასევე გაეცნენ პარტნიორი უნივერსიტეტისა და სტუდენტური ცხოვრების შესახებ დეტალურ ინფორმაციას.

 

პროგრამა აბიტურიენტებს აძლევს საშუალებას, რომ საბაკალავრო საფეხურზე ისწავლონ მხოლოდ 3 წელი და მიიღონ ორი უნივერსიტეტის დიპლომი, ისწავლონ საზღვარგარეთ ევროპის წამყვან უნივერსიტეტში და მიიღონ ცოდნა საერთაშორისო დონის უცხოელი თუ ქართველი პროფესორებისგან.

 

რენის ბიზნესის სკოლას, რომელიც მდებარეობს საფრანგეთში, ქალაქ რენში, მოპოვებული აქვს ისეთ დონის სამმაგი აკრედიტაცია, როგორებიცაა: AACSB, EQUIS, AMBA.

 

პროგრამის შესახებ ინფორმაციას გაეცანით ბმულზე.