საინფორმაციო შეხვედრა აბიტურიენტებისთვის

23 დეკემბერი 2022

23 დეკემბერს, CU-ში საბაკალავრო პროგრამებით დაინტერესებული აბიტურიენტებისთვის 2022 წლის ბოლო საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.

 

ღონისძიებაზე მოსწავლეებმა დეტალური ინფორმაცია მიიღეს კავკასიის უნივერსიტეტის საბაკალავრო პროგრამების, იმ უამრავი სიახლისა თუ შესაძლებლობის შესახებ, რასაც CU მათ სთავაზობს.

 

შეხვედრა ინტერაქციულ რეჟიმში წარიმართა, დამსწრე აუდიტორიას საშუალება ჰქონდა, რომ მათთვის მნიშვნელოვან კითხვებზე ამომწურავი პასუხები მიეღოთ.

 

პრეზენტაციის დასრულების შემდგომ აბიტურიენტები სკოლების დეკანებს შეხვდნენ და იმ პროგრამების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიიღეს, რომლებზეც გეგმავენ ჩაბარებას.

 

შეხვედრა ტრადიციულად კამპუსი ტურით დამთავრდა, რამაც მონაწილეებს საშუალება მისცა, რომ გასცნობოდნენ CU-ის გარემოსა და ინფრასტრუქტურას.